ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო გურჯი
ჟანრი: პოეზია
6 ივლისი, 2009


ქვეყნად ყველაზე გულახდილი ურთიერთობა



მეტი სიმწვანე !
მეტი სივრცე !
მეტი მტრედები !

სულ ეს არის ჩემო პატარავ.
მთელი ჩემი თავშესაქცევი,

როცა აქ ვზივარ, მოყავისფრო, მოძველო სკამზე,
აქ ყოველთვის არის მტრედები.
თეთრთმიანი ბავშვების გუნდი.
მშიერ მტრედებს, რომ აპურებენ

და თეთრთმიანი ბავშვის ღიმილით
და უცოცხლესი მოძრაობებით
და უმოკლესი დაგვიანებით
და გულუბრყვილო შეძახილებით
აფრთხობენ და ათამამებენ,
ბავშვები მტრედებს.

ხოლო მტრედები,
თავიანთ მხრივ, არაფერს გულწრფელს,
თავიანთ მხრივ არ იშურებენ.

როცა აქ ვზივარ
და ვუყურებ მტრედებით ბავშვებს,
ვწერ, რომ: ეს არის ! ნაპოვნია !
ვწერ, რომ: ევრიკა !

ქვეყნად ყველაზე გულახდილი ურთიერთობა.

ხოლო როცა ბავშვებით მტრედებს,
ვწერ, რომ: სულ ცოტა...
ცოტა მაკლდება.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები