ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: khergo
ჟანრი: პოეზია
9 ივლისი, 2009


"ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო"

ჯიბეში ხელი,
ღამეა ბნელი,
სათვალე შავი,
რათ გინდა?! - რავი,
ქუჩები გრძელი,
ქუჩები სველი,
ღამის წყვდიადი,
გძულს განთიადი,
ერთი არიფი,
აგერ მეორეც,
არ ინდობ ღარიბს
და არც მედროვეს...
ღამეა ბნელი,
ქუჩები სველი,
ქუჩები ბნელი,
გაწიე ხელი!!!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები