ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2009


პოეტი

ბწკარები ცრემლის მძივებად თოვდა,
რითმების მღვრიე ღარში დამფლავი,
ლექსი ზოგისთვის ძეგლი იყო და
ზოგისთვის _ საძმო მცირე საფლავი.

მე კი რა სნება ამიტყდა შარზე,
სიტყვებით ბლანდვას რომ ვერ ვეხსნები,
დიდბატონების ცრუ კარნავალზე
დავდივარ ჩემი დარდილექსებით.

სტრიქონის შუბი მეპყრა საომრად,
ფარას რომ ფარად იფარებს მწყემსი,
წყევლა იყო თუ უფლის დალოცვა,
სულში რომ ჩადნა პირველი ლექსი.

ჩამოისამხრეს ნისლებმა ახლო,
როცა ცას პირველ სტრიქონს ვპარავდი
და ლეგაქულა ლექსსამოსახლო
მეტაფორების მედგა კარავი.

ბავშვმაც ვიცოდი სისხლს რა ნდომია,
პარნასის კართან ფრთით ასატანი,
რომ პოეზიაც თურმე ომია,
დიდგორის დარად გადასატანი!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები