ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: საბავშვო
9 ივლისი, 2009


მართლა ყანწის ბრალია?




(ზ ღ ა პ ა რ ი)

ორი გოჭი მყავს,პატარებო,
უნდა გაგაცნოთ ისინიო,
რა ჰქვიათ?
როგორ დაგიმალავთ:
ჭყვიტინიო და ჭყიპილიო.
ხათრიანი ტყუპები არიან,
არ უყვართ ენის ტლიკინიო,
უხარიათ თივაში კოტრიალი
და ლეკვთან ერთად სირბილიო,
მწვანე მინდორზე სეირნობა,
ღრუტუნგარეული ღიღინიო,
მაგრამ მოიწყენენ
თუ დაუგვიანე
საჭმელი
ტკბილი და თბილ-თბილიო.

როდესაც კარგი ამინდია,
აპრეხილ კუდებით
დააქვთ საკუთარი ქუდები.

ერთხელაც ინდაურს
(პენსიონერს)
დღე ჰქონდა დაბადების
(რა საჩუქრები და
რა ვარდები!)
და მერცხალს
ფრთებითა და ნისკარტით
მოჰქონდა
მოსალოცი ბარათები.

მომრავლდნენ სტუმრები_
იხვი,ქათამი თუ მელია
(მათი ერთად გამოჩენა
არავის სწყენია),
შავსათვალიანი ჩხიკვები
(ჭორაობით
ენა რომ სტკენიათ)
და ვირთხა უზრდელი,
ყველას ვერ გაიხსენებ_
ძნელია…

ერთმანეთს გადაება
ხმები
სიმღერის და გარმონის,
დოლის და ტაშის,
ჭყვიტინიომ და ჭყიპილიომ
ყველა გააოცეს მაშინ:
გიტარას უკრავდნენ,
ცეკვავდნენ,ბუქნავდნენ,
ამბობდნენ გამოცანებს,
ყანწები გამოცალეს,
ღრუბლები ადღეგრძელეს ცაში,
ბურთივით აგორავეს ვაშლი
და ღვინო
აუვარდათ თავში!

ორივე გამოშტერდა
და გზა აერიათ ბნელში,
მერე მდინარესთან
ცივი წყალი
იპკურეს პეშვით,
ყანწის ბრალიაო
(ოხრავდნენ),
აღარ ავიღებთო ხელში.

ცივმა წყალმა
ვერ გამოაფხიზლა_
სიჭრელე უცნაური
პატარა თავებში
აქანდა,დაქანდა,
ბოლოს დაღლილები წამოწვნენ
სოფლის შუაგულში,
ბაქანთან…

ჰალსტუხებითა და ბაფთებით
მოვიდნენ ბატები_
ყიყინა,ვიყინა და სისინა,
რომ ნახეს,
თავდაყირა ეძინათ გოჭებს,
სამივემ გულიანად იცინა!
და მერე მგზავრებმაც იცინეს,
მეტისმეტი კისკისისაგან
ფერი დაეკარგათ წიწილებს.

სიცილ-კისკისმა გააღვიძა
ჭყვიტილიო და ჭყიპილიო,
ხიდან კაჭკაჭი იძახოდა:
სირცხვილი,
სირცხვილი და სირცხვილიო!

გოჭები წამოწითლდნენ,
იტირეს,წავიდნენ
და ერთმანეთისაკენ
გადახრილ კუდებით
მიჰქონდათ
კოპლიანი ქუდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები