ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: khergo
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2009


***

მარცხენა მხარზე დამაჯდა ჭინკა,
ცხოვრება ჩემი ცუდისკენ მიჰყავს,
მარჯვენა მხარზე ველი ანგელოზს,
ვიცი, ვახსოვარ, მარად მფარველობს...

ამ მოლოდინში გადის წამები,
ქართველი ერი განა-წამები...
უფლის სასწაულს მოველით როცა,
იქნებ ამ ლოდინს სჯობია ლოცვა?


გიორგი ხერგიანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები