ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
10 ივლისი, 2009


შუადღის რეკვიემი/თ.ჩალაბაშვილს/

შენი ლექსი მოვინატრე თემურ,
ვაზის ცრემლით განედლებულ ხმაში,
შენი გული მენანება გვემულ,
ქუჩა-ქუჩა მოწანწალე ქარში.
არ ისვენებს ეგ ბოჰემა ტვინი,
მარნის თავთან ჩოქვით გაირინდე,
ამოხეთხა ლექსმა მთვრალი ჯინი,
დაითალხა ღამემ ბინდის რიდე.
გზა სველია, სადარდელი ბევრი,
სიყვარული მაინც უფრო მეტი,
დაცლილია ასი ფუთი ქვევრი,
ფშავის ნისლით რომ დაგვესხა რეტი.
დარდისდარი დრო დაგვიდგა ბრუნდი,
ცრემლწვიმებით ამოვილბეთ თვალი,
იმ ფრთაქალებს მოვუხადოთ ქუდი,
ჩვენი ლექსით რომ უთრთოდათ ხალი.
თავი ჩარგეს ხევში ალმასებმა,
გადიდგულდა გუდაფშუტა ბრბოში,
ღამეებმა ელდით ანავსებმა,
ცას მიგვაბეს ამ სევდიან დროში.
შუადღის მზის რეკვიემი მოთქვამს,
გულმა ერთხელ ვერ ამოთქვა ოხი,
სოლოლაკის ჩემს ღარიბულ ოთახს,
"ვარანცოვის" ეძმო შენი ქოხი...
                                      2002წელი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს