ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მათე
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2009


უნიღბობა.... თუ ჩამოაბრუნებს მშვიდად....



                                  ერთ სულისმიერ მეგობარს, შორეულს....       
 
                      ,,ცხოვრება თეატრია....’’
                                                    შექსპირი

...და  მერე სახეს არ სცივა ხოლმე?....
ნაჩვევს, ნიღბიან სუნთქვის ფორტეებს...
და-ნახულია?.....

არა!... სულ ცოტა თუ გამოვტოვე...
შიშველია!..
შიშველია მეფე ფარულად....
რაღა ყველამ მე მომატყუა.?!...
და ამიტომ ტყუილებზე აცრა მზაკვრულად,
რა ხანია გადავიხადე......
არც დაფარულად...უნიღბობა?!...
როგორ გაბედა....?!
ო, მაგ ბებერმა?....
წრეში ნათრევმა... შვიდგზის ნაგვემმა....
ვით გაბედა ..ამის  დაშვება...
ყველას გვიგვერდა.... მოგვაღორა...
მიგვაყურადა....
თავად კი იყო თავისუფლად!... სოფლად სუნთქავდა...
უნიღბობით მოუნუსხავი....
დაუჭედავი.....
დაუნომრავი.....

.....გცივა ხოლმე, როცა უბერავს ცივი ქარი?
მზეს რა უთხარი?
მთვარისაა ეს პირი მშრალი, თუ...?
მიტომაა ასე ლაღი...
და ფერნახატი....
ნიღბით არაა თურმე ნამხრჩვალი.....
და თეატრში რეჟისორმა, რაო?.... წავაო?
თუ ვერც კი მიხვდა ...
და სულ ახალს გამსგავსა ნიღაბს?....

.... და მერე სახეს ვის აფერებ, როდესაც სცივა....
უნიღბობა...
თუ ჩვევაა ეს დაბრუნება...
და  მშვიდად იტანს?..... 
                                                            10 ივლისი, 2009 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები