| ავტორი: გიო გურჯი ჟანრი: პოეზია 11 ივლისი, 2009 |
გასასწორებელია კორეკტურა და გრაფიკაც ზოგან. გადასახედია თვითონ ლექსებიც, მაგრამ მაინც არის მათში რაღაც ისეთი, რამაც მიბიძგა დამედო აქ.
დაჭრილ მხეცივით მინდა ღრიალი მე ვზივარ ჩემთვის, მე ვზივარ ჩუმად და სიყვარულზე მინდა ღრიალი. მაგრამ არ ვიცი რამ დამადუმა ან ასე ძლიერ რით დავიღალე. განა ვყრი ფარ-ხმალს? განა ვნებდები? უბრალოდ თქვენთან ყოფნა მწყურია მინდა თბილისიი მეარღნეებით... ჩემი მამა და დედა გურია. იცით? ფიქრები ძილს არ მაცლიან და მაქეზებენ დაღლილს ქარები. ეჰ... საქართველოს მიწას მადლიანს რა სიყვარულით დავიფარებდი. ვკვდებოდე თუნდაც, გხედავდეთ ნეტა ვერ მოვისვენებ ალბათ ვერასდროს. უფალს სიკვდილიც არ გაემეტა სიცოცხლე ძლიერ რომ მომენატროს. დაჭრილ მხეცივით მინდა ღრიალი თქვენზე ფიქრები, ძილს არ მაცლიან! მტკივა ლენტეხი და დარიალი... დღეები წუთებს ისე მარცვლიან...
სიყვარულიდან სიყვარულიდან გარდამოვედი ვარდ-ყვავილებით გადაპენტილი. არაფერი ვარ გარდა პოეტის, მე ქვეყნის ზურგზე ერთი წერტილი. არაფერი ვარ ლექსის გარეშე და შთაგონებას ვეძებ ალებით თუ პოეზიით არ გავილეშე?! განწირული ვარ! არ გებრალებით? სიყვარულიდან იშვა სამყარო და სიძულვილსაც უნდა ატანა უფლის თვალებმა მინდა დამღალოს ცას,რომ სხივებად გამოატანა არაფერი ვარ! გარეშე კალმის ჩემი სიცოცხლე პოეზიაა, გულს მახევს მუზა,როგორც ეკალი უკვდავების წყალს რომ ეზიარა. არაფერი ვარ! გარეშე ლექსის, სადღაც მთავრდება ჩემი მიზნებიც... მოვა დრო როცა უფლის თვალებში, მე ცრემლებივით შევიხიზნები.
ხატთან ნიკოლოზის აგინთე სანთელი ხატთან ნიკოლოზის კარგი იქნებოდა საყდარში მყოლოდი ვეძლევი მოლოდინს სიცოცხლით ნათელი ხატთან ნიკოლოზის იწოდა სანთელი. მშვიდობით იარე მე დიდხანს ვილოცე გაგაცლი იარებს შენ ნუ გაიოცებ, თუ სულმა თავადვე იპოვა ოცნება ყრმა და მარიამი მიჰყავდა იოსებს... ან რა მელექსება?! ან რა მეკოცნება?! ხატთან ნიკოლოზის მარადი ნათელით გიწიოს... გიწიოს... შენ ჩემმა ლოცვებმა. ნინიჩკა ყანჩელს
დაგელოდები დაგელოდები არაგვის პირზე... ო, როგორ გრძნობით დაგელოდები?! ხანდახან ისე ამრეზით მიმზერ, მზეზე მოწყვეტილ ოქროს ზოდებით?! დაგელოდები, უცნაურ თრობით, შეყვარებული შენზე შამანი და ყოველ აპრილს საღამოობით, კართან დაგხვდება იასამანი. დაგელოდები ქარში, ავდარში... დამეთოვლება სული ვარდებით... და თუ არ მომკლეს და თუ გადავრჩი, პირობას გაძლევ შეგიყვარდები. დაგელოდები, იქნებ მარტამდეც, იქნებ ეს წელიც... იქნებ მარადის... ო, იქნებ დანას არ ჩამარტყამდე, ო, ღვთისმშობელი დაგიფარავდეს. დაგელოდები სადამდეც გავძლებ და სამუდამოდ დამეძინება... არ უღალატო ოღონდაც ამ წლებს, და გულის სისხლში გამოდინებას. დაგელოდები სიზიფეს ლოდით და ხელახალი ტრფობის იმედად... გეტყვი ეს წლები როგორ გელოდე, სიმარტოვის და გლოვის მღვიმედან. დაგელოდები გზის დასასრულთან და თუ მოსვლაა ძნელი მეორედ, ნუ შეყოვნდები, მორჩა! დასრულდა! - არ მიყვარხარ თქო, გამიმეორე.
მითხარი არვიცი რატომ, არვიცი როგორ არ ვიცი რისთვის, შენი სახელი ამოვიკაწრე... მე აღარასდროს, აღარასდროს ჩამოვალ ბირთვის არ გაეკარო ახლოს იმ ტაძრებს! არვიცი საით,არვიცი ვისთან არვიცი რასთან........ მინდა გავიყო გზები-ტყვიები... არდამელოდო ძველებურად მივარდნილ ტბასთან ნუ ოცნებობ და ნუ იტყუები... არვიცი რატომ ,არვიცი რისთვის ანდა სადამდე?! მინდა გაგრიყო ... გადაგასახლო.... მობეზრებული რომანივით გვერდზე გადამდე როცა ზაფხულმა დადგა სასახლე. არ ვიცი მე და არ ვიცი არც შენ, არ ვიცი თუა... სინამდვილეში ღირსი წყალობის, ბევრს იფიქრებ და... გათქმევინებს სუნთქვაზე უარს, ის შენი ეშხი ყრმაწვილქალობის არვიცი დღე და არ ვიცი ღამე, არვიცი ძილშიც, არ ვიცი სიზმრად რომ გნახო უცებ.... თუ გავიღვიძებ სად წავიღო შენი სიცილი? ნუ განმარისხებ! ნუ გამაოცებ! მითხარი რატომ, მითხარი როგორ, მითხარი რისთვის? შენი სახელი ამოვიკაწრე... მე აღარასდროს, აღარასდროს ჩამოვალ ბირთვისს. არ გაეკარო ახლოს იმ ტაძრებს.
შენს დალალს გაშლილს მათ ვინც მე მიყვარს, არ სჭირდებათ არავის დაცვა, მათ ვინც მე მიყვარს, სიზმრებიდან ვეამბორები... თუმცა სიშორემ თბილისურმა, ლამის ჯვარს მაცვა. და დამავიწყა შენი სავსე მკერდის გორები. არ მახსოვს სუფრა შენს ეზოში გაშლილი გული... არ მახსოვს მზერა პატარძალის, ფაიტონიდან. აქ მხოლოდ მზეა... ევროპის მზე, ძმად რომ ვიგულე... მაგრამ ჩამოვალ და ერთ კოცნას მაინც მოგიტან. რა გამაჩნია? რა გამაჩნდა? ან რას ვაგულებ?! ამ საუკუნეს, მტკვარზე მღვრიეს, თანაც საჩემოს... გული კი არა?! ბომბი მიცემს ახლა საგულეს, რომ ვერ გიყურებ მამაჩემო! და დედაჩემო... ჩემი ცხოვრება შეიცვალა, ბედმა მაჯობა... ვერ გაგახარებთ და ვერ გეტყვით დავბრუნდებითქო. გთხოვთ მაპატიოთ... მაპატიოთ ყველა ქაჯობა და ყველაფერი, ყველაფერი მინდა შემინდოთ. არ მახსოვს შიში შენს თვალებში ვულკანის ლავა... არ მახსოვს ერთად, რომ ვიყავით, თუ ვოცნებობდით?! ავად ვიყავი... რად ვერ მიხვდი? საშინლად ავად. შენ მაცილებდი ცივი მზერით, მძიმე ჩემოდნით. მე სული დამრჩა მეტეხსა და ანჩისხატს შუა... შენი სურნელიც თან გამომყვა... საუბედუროდ. ვიყო მხატვარი... დავასხავდი შენს ხსოვნას გუაშს, არ მინდა საბნად სიყვარული ჩემი გეხუროს... რამდენმა ქარმა ჩაიარა?! ნახევარ წელში... ან რამდენ ტანჯვას და წამებას დრო განახებდა?! სახე წავშალე... ცრემლებს შენსას, ვერაფრით ვერ ვშლი... დაგელოდები... ყვავილებთან... და ბალახაბთან... ღმერთმა დაგლოცოს... პატარავ და ცნობისმოყვარევ, ღმერთმა დაგლოცოს... შეურყვნელი შენი ასალით. მე კი დამმარხეთ! მუჭით მიწა შემომაყარეთ! უკანასკნელად... ლექსის წერა ოღონდ მაცალეთ... რამდენმა ქარმა ჩაიარა?! ნახევარ წელში... ვერა რა წაშლის! ვერა რა წაშლის! ვერა რა წაშლის! ჩემს ხსოვნაში, შენს დალალს გაშლილს.
დანები და ლექსები არ მასვენებენ ვარსკვლავების მკრთალი ალები ვით ოცნებები დაცემული შენს ნაზ ბაგეზე... თვალებდათხრილი ირემივით დავიარები და როგორც სიზმარს საყვარელო ისე დაგეძებ. ისე დაგეძებ ვით მწყურვალი ნუკრი ნაკადულს, დაგეძებ ისე ვით ლამაზებს ძველი მხატვრები... და მე არ ვტირი! დღეს არაფერს ვტირი დაკარგულს წავალ მტკვრის პირას, სიყვარულით ისევ დავთვრები. და სულ ერთია ძველებურად რომ არ ვართ ერთად... და სულ ერთია გიყვარდი თუ არ გყვარებივარ... ჩემმა გულმა ხომ შეგისისხლა და გაგაღმერთა?! დღეს კი შენს მკერდზე დაცემული, წვეთი ცრემლი ვარ. გეთაყვანები... სიკვდილამდე გეთაყვანები... გეალერსები... სიგიჟემდე გეალერსები... რა ვქნა? არაფრით რომ არ ასცდა ჩემს გულს დანები, შენს კი ლექსები.
მოდი და იპოვე... იქ მახსოვს ზოგიერთს, თუ როგორ ვაკლივარ, აქ ვხედავ ზოგიერთს, რომ ვეზედმეტები... ისინი მიღებენ გიჟსა და ნაკლიანს, ამათ კი ზურგს უკან უჭირავთ კეტები. მოდი და იპოვე, მოდი და იპოვე, ბინძურ სიცოცხლეში და შენი ადგილი... გთხოვთ, ნუ დამიძახებთ, ნურც კოჭლს, ნურც გიჟპოეტს... გთხოვთ ოღონდ სიცოცხლე, გთხოვთ გამიადვილეთ. აქ ვხედავ ზოგიერთს, თუ როგორ ვაკლივარ... იქ ვხედავ ზოგიერთს, რომ ვეზედმეტები... ესენი მიღებენ გიჟსა და ნაკლიანს, იმათ კი ზურგს უკან, უჭირავთ ბრიტვები. არ დაიზარა და ყველაფერს მოედო... უადგილობაში... იპოვა ადგილი... ვაშა! ამ კოჭლსა და მართლაც გიჟპოეტას... გიბრძანებთ! სიცოცხლე არ გაუადვილოთ. იქ საქართველოა... აქ კი ესპანეთი... იქ ჩემი გულია, აქ ჩემი სამყარო. იქ ჩემი ფასია 13 მანეთი, აქ ვცდილობ ბედს მტვერი თვალში შევაყარო. იქ ჩემი ბავშვობა, აქ ჩემი წამალი... იქ ჩემი მშობლები, აქ მასონეთია... აქ წარმომავლობა, მე ჩემი დავმალე, იქ ისევ შაშხანებს ისვრიან დენთიანს. იქ მეცხრამეტეა... აქ ოცდამეერთე... ორი საუკუნე გაშორებს ევროპას, ავდექი, დავტოვე და სივრცეს შევენთე... აღარც პატრიოტი აღარ ვარ ეტყობა. იქ მიყვარს ყველა და მიყვარს ყველაფერი... აქ მომწონს ქუჩები, შუშის მოედნებით... იქ ველი მის თვალებს, საფირით დაფერილს, აქ ვიცი ევროპას უცებ მოვბეზრდები... ხოდა მეც ვიფიქრე, წავალ და გავქრები... ხოდა ერთ საღამოს, გრილსა და სეტყვიანს... კარმასთან ბრძოლაში გათხრილი სანგრები, გეტყვიან... გეტყვიან... გეტყვიან... გეტყვიან... არ დაიზარა და ყველაფერს მოედო... უადგილობაში... იპოვა ადგილი... ვაშა! ამ კოჭლსა და მართლაც გიჟპოეტას... გიბრძანებთ! სიცოცხლე არ გაუადვილოთ
მოქაჩეთ მოტივეთ გიჟივით მაწყდება თბილისის ქუჩები ქაშვეთის მოტივით, ვიცი გავგიჟდები და ნისლივით გავწვები აქ შუა ქუჩაში. ლადო და ფიროსმან! ის ძველი ტფილისი მოქაჩეთ... მოტივეთ... ოღონდაც მეტეხთან, ოღონდაც რიყეზე... ცას გორგასლიანის ცას, სუფრად თუ გაშლით. მოდილიანივით პარიზის ქუჩებში მე მოვკვდე უღმერთოდ, მე არ დავიდარდებ, მე არ მეტკინება. თვალები იტყვიან ჩურჩულით უხმეთო, ჩურჩულით უხმეთო ბოლო შერკინებას. მე თქვენი ხალისი, თქვენი ქართველობა და თქვენი ამბორი გზას გამიადვილებს. შემდეგ გამიძღვებით, წინ ჟამის წირვაზე მონასტერს თაბორის. და ჩოქვით მოვიართ საყვარელ ადგილებს. ტატო და ფიროსმან! ტატო და ფიროსმან! მტკვრის სანაპიროსთან, იელვებს ფირუზი გალას საფირონთა. ოღონდაც მეტეხთან ოღონდათ რიყეზე ცას გორგასლიანის ცას სუფრად თუ გაშლით... პლანეტას მოწყდება თბილისის ქუჩები ქაშვეთის მოტივით. ვიცი გავგიჟდები და გზებივით გავწვები აქ შუა ქუჩაში. ლადო და ფიროსმან! ის ძველი ტბილისი მოქაჩეთ მოტივეთ! მოქაჩეთ მოტივეთ! მოქაჩეთ მოტივეთ!
თუ კი გენებოთ ო... ღმერთო ჩემო?! ცხრა მთას იქით გადულექია... ბრმა ბედისწერას მშვენება ქართვლის. სახელი? ნინიჩკა ნინიჩკა? ნინიჩკააააა! ეხ... ვერარეჩკამდე თუ ფეხი მიმიწვდა?! მე თქვენის ცქერით, ვერა ძალა ვერასდროს დამღლის. ქალო და მშვენებავ... ქალო და მშვენებავ... სულ ერთი ღამით, ერთი ღამით გამომყევით, თუ კი გენებოთ. და მერე... და მერე... და მერე... თუ გინდა?! ეშმაკს წაუღია... წყეული ქვეყანა. თქვენ, რომ არ გიყვარდეთ?! ძლიერ არ გიყვარდეთ?! გთხოვდით კი? მე განა?! კოლხიდის მშვენებავ... სულ ერთი ღამით... ერთი ღამით გამომყევით, თუ კი გენებოთ...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. რატო უფრო მეტი არ კითხულობს ამ კაცის შემოქმედებას? კარგი ხარ ძმაო, ძალიან რატო უფრო მეტი არ კითხულობს ამ კაცის შემოქმედებას? კარგი ხარ ძმაო, ძალიან
5. გიოო ყველა ლექსიი თავისებურად მრავლისმთქმელია.... ძალიან კარგიი ხარ შენი ლექსებითურთ.... გიოო ყველა ლექსიი თავისებურად მრავლისმთქმელია.... ძალიან კარგიი ხარ შენი ლექსებითურთ....
4. კარგი პოეტია გიო-ძალიანთავისნაირი ;;)
ნუცის მოკითხვა კარგი პოეტია გიო-ძალიანთავისნაირი ;;)
ნუცის მოკითხვა
3. ბევრი მომეწონა, განსაკუთრებით ზაფხულის სასახლე ჩამრჩა :) ბევრი მომეწონა, განსაკუთრებით ზაფხულის სასახლე ჩამრჩა :)
2. ყველა ლექსი მომწონს,გურჯო! :)
ყველა ლექსი მომწონს,გურჯო! :)
1. გთხოვდით კი? მე განა?! კოლხიდის მშვენებავ... სულ ერთი ღამით... ერთი ღამით გამომყევით, თუ კი გენებოთ...
მერე რაიო, ნინიჩკამ, ააააა???;) გთხოვდით კი? მე განა?! კოლხიდის მშვენებავ... სულ ერთი ღამით... ერთი ღამით გამომყევით, თუ კი გენებოთ...
მერე რაიო, ნინიჩკამ, ააააა???;)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|