ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: საბავშვო
13 ივლისი, 2009


ნიკას და ბაბუს წიგნიდან


დღეს,  წმინდა  სვეტიცხოვლობას
ჩემი  ნიკას  და  გიორგის  დაი  უმრწემესი
ჩვენი  პატრიარქის  ხელით
იცხებს  წმინდა  მირონს!
ასეთივე  (მრავალგზის!)  ბედნიერებას 
გისურვებთ  ყველას  და 
ყველა  ქართულ  ოჯახს!!!


  პატარა  სასწაული

ჯერ  არ  იცის  ნიკამ  ,,დედა”,
ჯერ  არ  იცის  ნიკამ  ,,მამა”,
მაგრამ  იცის  ტკბილი  ძილი,
იცის  მადიანი  ჭამა.

ნიკას  უყვარს  ხილის  წვენი:
ვაშლის,  ატმის,  ბროწეულის;
ნიკასა  ჰყავს 
სათამაშო
მხეცუნების
ოცეული;

ნიკას  უყვარს  ყურცქვიტები,
დათუჩები  და  ციცები;
ნიკას  უყვარს  სიმღერები
და  სანთლებთან  ლაციცები;

ნიკასა  აქვს  სილამაზის
გრძნობა, 
ერთობ  საცნაური...
მოკლედ  რომ  ვთქვა:
ჩვენი  ნიკა
არის  ციცქნა  სასწაული!..

ნიკას  უყვარს  ჩახუტება,
ცაცუნები  და  ფერება.
მჯერა  -  ნიკა  გადაგვარჩენს
მე  და  ბებოს  დაბერებას!

ნიკას  უყვარს  მუსიკაც  და
ფერხასხასა  ნახატებიც...
ნიკას  ნიჭი  დამილოცოს -
მაღალ  ღმერთს  ვეღაღადები!..

ნიკას  ღიმილებით  სავსე
სიხარულობს  ჩვენი  სახლი...
ბებოს,  ბაბუს  -  მის  შემყურეს,
ზრუნვა-გარჯა  როგორ  დაღლის!

მის  დედიკოს,
მის  მამიკოს,
მის  ბებოებს,
ბაბუ-პაპებს,
ღმერთო,  ერთო,
ამასა  გთხოვ -
ნუ  მოაკლებ  ამგვარ  ღლაპებს!!!

ღლაპია  თუ  ანგელოზი,
საყვარელი  როა  ასე?!.
მინდა  ნიკას  სადღეგრძელოდ
სულ  ხელთ  მეპყრას  თასი  სავსე!

1995. 11.


დღეს  ნიკას  და  -  თამარ-ქალი 
მცხეთას    იცხებს  წმინდა  მირონს!
ბაბუ  -  სიხარულით  მთვრალი -
მეცხრე  ცაში  დარონინობს !..............................................

13. 7.  2009.


-  ქართველთ  სიმრავლე  დაგვილოცე, 
დიდო  უფალო!!!
განა  ჩემთვის  მსურს  ეს  ქვეყანა 
თავისუფალი?!.

13.  7.  2009 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები