ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რებეკა
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2009


თეთრი ბარათი

ჩემი ცრემლების აღარ გჯერა,
არც ჩემი ფიცის,
რა დავაშავე?
უკვე წერტილი დაესვა რწმენას,
ეგ კარგად ვიცი
და გავაშავე
ყველა ფერადი ოცნება თუ
ჩემი ფიქრები...
ვიცი, ტკივილი მორჩება და
მარტო ვიქნები...

მარტო  დავრჩები,
მაგ თვალებზე მონატრებული...
ვერ გადავრჩები,
ცოდვის მარწუხს
ტვირთად დავათრევ...
ან აქ რად ვრჩები?
გული რად წუხს
კარს  რომ ვერ ამტვრევს...
ამ  ბილწ  ფიქრებში გამოკეტილს
ლოცვა მომინდა...
ორჯერ სიკვდილი
არ მოგელისო,
მესმის  შორიდან...

თუ ერთხელ ვკვდებით,
მაშ, სიცოცხლის
შევსვათ შარბათი,
განვლილი წლების
ვის არგუნა
ბედმა შამათი?
სიცოცხლით მტკბობელს
არ დაუწყოთ
აწი კამათი...
უკვე დავწერე
ჩემი სისხლით
თეთრი ბარათი...


ჩემი ცრემლების აღარ გჯერა,
არც ჩემი ფიცის,
რა დავაშავე?
უკვე წერტილი დაესვა რწმენას,
ეგ კარგად ვიცი
და გავაშავე
ყველა ფერადი ოცნება თუ
ჩემი ფიქრები...
ვიცი, ტკივილი მორჩება და
მარტო ვიქნები...

ნ.ლ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები