| ავტორი: გიო გურჯი ჟანრი: პოეზია 14 ივლისი, 2009 |
რა დრო დაგვიდგა... ისიც ლოთი თუ წაგიჩურჩულებს, ისიც როცა სახლისკენ მარტო, ან ბოთლ ღვინოსთან ერთად ბრუნდება.
ან მოხუცი, ან კიდევ ბავშვი, ბავშვი თუ გიტყვის გულუბრყვილოდ, ანდა გიკითხავს და... ამაყად გაგიმეორებს,
როცა ეტყვიან, რომ შენა ხარ ყველაზე დიდი. ყველაზე დიდი თოვლის ბაბუა. ყველაზე დიდი საჩუქარი, ახალწლის ღამეს. ყველაზე დიდი ჩუპა-ჩუპსი, ფეხბურთის ბურთი. ან ყველაზე დიდი მანქანა.
რა დრო დაგვიდგა... აღარავინ გიძახის, სულმთლად დაგივიწყეს და გიპატიეს. აღარავის აღარ აწუხებ. არავის ტკივა დალეწილი შენი ნეკნები. მოკვეთილი ორგანოები.
აღარც შენი მზე უხარიათ. არც უმზეობა. აღარც ზღაპარი. აღარც შენი ყურძენი უნდათ და აღარც ღვინო. თუმცაღა უყვართ უკანასკნელი, ოღონდ - შენი აღარ არისო. სულ ჩვენიაო. ჩვენ კიდევ ვინმე უსამშობლო, უმისამართო, უფესვებო ხეები ვართო. სადაც არ უნდა წაგვიღონ და სადაც არ უნდა, სადაც არ უნდა გაგვამრავლონ, იქ ვიხარებთო. შენი სახელის ხსენებაზეც, თუ ვიღაცამ \"უ\" არ დაგირთო, მგონი ჯარიმა დააწესეს.
შენ კი მოდიხარ... თუმც არც არასდროს არსად წასულხარ , მაინც მოდიხარ და ყოველ ღამე, ყოველ ძილის წინ, ყოველ უკბილო მარტოობაშიც,
მეწყები ბოდვად. ტკივილად. შფოთვად. ტანჯვად მეწყები განუწყვეტლივ მიმეორებ:
გამიმეორე ! რომ არასოდეს დაგავიწყდეს ჩემი სახელი.
მე ვიქნები ტკივილი შენი. მე ვიქნები პრობლემები, რომლებიც არასოდეს გელევა. მე ვიქნები სიზმრებისგან ოფლიანობა. მე ვიქნები დედა და მამა. მე ვიქნები და და ძმა შენი. მე ვიქნები შვილი და ცოლი, რომელიც არ გყავს და რომელსაც ალბათ მოიყვან.
მე ვიქნები ყველა ამ ხალხის, ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილი, საყვარელ ხალხის, შენში ასახვა.
მე ვიქნები ხის ყველა ტოტი, რომელიც ფანჯრებს მოაწყდება ქარიშხალის დროს და შეშინებულს გამოგაღვიძებს, რომ ვერ გაიგო, სად უფრო გეშინოდა... სად უფრო საშიშია?... მე ვიქნები ძილიც და ცხადიც! რომელიც გიყვარს. რომელიც გძულს. რომელმაც დაგღალა. რომელიც დაგეღალა, თავადაც დაგეღალა, მაგრამ რას ვიზამ... სულ რომ არასოდეს დაგცდე, რომ არასოდეს წამიჩურჩულო... რომ არასოდეს გადმოგვარდე ცრემლად ტკივილის და არასოდეს ამომიბღავლო,
მე ვიქნები გინდა არ გინდა... მე ვიქნები მინდა არ მინდა... ყველა შენი - მინდა. არ მინდა.
და მე ვიღლები. მავიწყდები. და მეძინება, რადგან ვიცი გამომაღვიძებ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. როგორ გამომრჩენია... რა კარგია ეს მწვანე სტრიქონები :) მოგიკითხე ჩემო მეგობარო. როგორ გამომრჩენია... რა კარგია ეს მწვანე სტრიქონები :) მოგიკითხე ჩემო მეგობარო.
14. მოგესალმებით !
მადლობა ყველას, თბილი სიტყვებისთვის. მოგესალმებით !
მადლობა ყველას, თბილი სიტყვებისთვის.
13. ძალიან...5555555
ჩვენ კიდევ ვინმე უსამშობლო, უმისამართო, უფესვებო ხეები ვართო. სადაც არ უნდა წაგვიღონ და სადაც არ უნდა, სადაც არ უნდა გაგვამრავლონ, იქ ვიხარებთო. ძალიან...5555555
ჩვენ კიდევ ვინმე უსამშობლო, უმისამართო, უფესვებო ხეები ვართო. სადაც არ უნდა წაგვიღონ და სადაც არ უნდა, სადაც არ უნდა გაგვამრავლონ, იქ ვიხარებთო.
12. ვააახ მაგარია ვააახ მაგარია
10. მშვენიერია! :) მშვენიერია! :)
9. რადგან ვიცი გამომაღვიძებ ..... ლამაზ სიზმრებს გისურვებ !!!! სამწუხარო რეალობაა..... ქარმატებას გისურვებ!! რადგან ვიცი გამომაღვიძებ ..... ლამაზ სიზმრებს გისურვებ !!!! სამწუხარო რეალობაა..... ქარმატებას გისურვებ!!
8. კარგი ლექსია. მომეწონა. დიდ სათქმელს ამბობ სხვათაშორის და ძალიან დახვეწილად და ლამაზადაც! კარგი ლექსია. მომეწონა. დიდ სათქმელს ამბობ სხვათაშორის და ძალიან დახვეწილად და ლამაზადაც!
7. მოგიკითხე მეგობარო.. მომეწონა ლექსი.. ასეთ ნაწერებზე სულ ხარანაული მახსენდება.. მოგიკითხე მეგობარო.. მომეწონა ლექსი.. ასეთ ნაწერებზე სულ ხარანაული მახსენდება..
5. ცეცლოვანია 2 ცეცლოვანია 2
4. ტკივილიანი...... ტკივილიანი......
2. მაგარია :) 55555 მაგარია :) 55555
|
|
მონაცემები არ არის |
|
|