ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
16 ივლისი, 2009


***

Jul 08, 2009 8:11 am   

--------------------------------------------------------------------------------

დარდი და სიხარული_
ნაპირები მარადიული,
მდინარე ციდან მომავალი,
ჩვენ_მისი ტალღები...


***
ახალი დღის სარკმლებიდანაც 
შენი ხმა შემომხარის...

***
ქვეყანა_
მონატრების სითბოში გახვეული
და სიჩუმე,ვით ფიქრი გულისა.

***
მზის ამოსვლისას ვარსკვლავები
ისე გალამაზდნენ,
რომ ვეღარ ვხედავდით... 


სავედრებელი
--------------------------
ქვეყანა_გულცრემლიანი,
ბრალიანი და უბრალო,
ქვეყანა_შენი ნათლული,
უმწყემსო,უხმლო,უფარო_
სანამ სულ გამოგვეცლება,
გადაგვირჩინე,უფალო!

***
ადვილად აღარ იცნობა
გაღმა-გამოღმის გზა-შარა.

ბერდია დაბერებულა,
გათეთრებულა ჯაჯალა.

ბაღი ენთო და ჩამქრალა,
წყარო იყო და დამშრალა.

არა ჩანს,ნეტავ სადაა
(ცოცხალია თუ ცადაა)
ხატისთვალება ქალშავა?


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები