| ავტორი: გიო გურჯი ჟანრი: პოეზია 19 ივლისი, 2009 |
ყური დამიგდე, რადგან მზე ჩადის, მზის ჩასვლამდე უნდა მოვასწრო.
ვიცი იფიქრებ - მთელი ცხოვრება, მოსწრებაზე ვარ, მაგრამ მერწმუნე, სანამ მზე ჩავა, უნდა მოვასწრო,
გითხრა, თუ როგორ დავინახე გულის ტკივილი, ან გულის წასვლა, ან დაწყვეტა, ან წიგნის კითხვა,
როცა საგნებად, მიიჩნევა მხოლოდ საგნები და არსებებად, არსებები მიიჩნევიან,
ყური დამიგდე:
გულის ტკივილს შავი თმები და შავი წარბები, შავი წვერი, თეთრი მხრები აქვს. ღონიერი, შიშველი მხრები და მესამასე სპარტელივით ბოლომდე იბრძვის! შეიძლება ითქვას არც კვდება. ის არც ზურგიდან არასოდეს მოგეპარება, ის ყოველთვის პირდაპირ მოდის, რა არ ვეცადე... მაგრამ უკან არასდროს იხევს, ხედვასავით პირდაპირია. და თუ დარწმუნდა, რომ თავისი მიღწეულია, მაშინღა რჩება და ნისლივით უჩინარდება და ისიც ისე, არასოდეს არ დაგვავიწყდეს. (შესაბამისად, ვერც ზურგი და ვერც პროფილი ვერ დავუნახე) შენ კი ცოცხალი, მხოლოდ გული გეგონა, მხოლოდ.
გულის გაპარვა ვერაგია, როგორც ქვემძრომი. როდესაც ცხელა, მიწისქვეშა ცხოვრებით ცხოვრობს. არამარტო სახის ნაკვთები, გამოხედვა, ან ჩაცმულობა, თვითონ არსიც ვერაგული აქვს. ჩასაფრებული ქალი არის გულის გაპარვა. ხოლო სანამ ჩაუსაფრდება, ყურადღებით არჩევს სამსხვერპლოს, რომ შემთხვევით მარცხი არ ჭამოს.
ასე რომ კარგო, გთხოვ უფრთხილდე გულის გაპარვას, თუმცაღა ვხვდები, რომ ეს თხოვნაც სისულელეა.
გულის დაწყვეტას სულაც არ გავს, ჩემი ეს თხოვნა, გულისწყვეტა ლამაზმანია, მშუენიერი ლამაზი ქალი, თვალს, რომ მოკრავ და არასოდეს დაგავიწყდება, სულ რომ თან დაგდევს და არასდროს გტოვებს მარტოკა, ხოლო თუ მაინც მოიცილე, ჩამოიშორე, სწორედ იმ წუთში გამოჩნდება როდესაც მასი დავიწყების გრძნობა აგიტანს. მზის სხივივით არის ეს ქალი. არასდროს გტოვებს დიდი ხნით ან სამარადისოდ. ვერც ვერასდროს დაემალები. მაგრამ ძვირფასო, ტკბილი არის გამოგიტყდები, ტკბილიც არის და ბევრი რამის მასწავლებელიც.
ოოო... დაიღალე? დამღლელია... თავადაც ვიცი... თავად მრავალჯერ დავუღლივარ, დავუქანცივარ, მაგრამ ამაზე უკეთესი, ქვეყნად რა არი? მეგობარი - წიგნების კითხვა! უერთგულესი ბედაური, თან ულაგამო, ის არასოდეს გიღალატებს, გულს გაიხეთქავს გულს გაიხეთქავს და მიზნამდე მაინც მიგიყვანს. მთელს ქვეყანას შემოგატარებს. ოღონდ არასდროს დაგავიწყდეს უნაგირი და სადავეების ზომიერად მიმოღერება.
რადგან მზე ჩავა. აცივდება. და მომინდები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. ბერვჯერ გავიხლართე ხანდახან დავიკარგე რა აზრი გამეპარა ოგონც ფინალი აქ ისეტი ემოციურად სრულ შეგრძნებას გიტოვებს.არ მიყავრს ეს ცახმრივი შეფასებები კაი იყო ცუდი იყო მაგარი იყო ემოციურად იყო ...წარმატებები ბერვჯერ გავიხლართე ხანდახან დავიკარგე რა აზრი გამეპარა ოგონც ფინალი აქ ისეტი ემოციურად სრულ შეგრძნებას გიტოვებს.არ მიყავრს ეს ცახმრივი შეფასებები კაი იყო ცუდი იყო მაგარი იყო ემოციურად იყო ...წარმატებები
11. ძალიან კარგია.. ძალიან კარგია..
10. მოგესალმებით ! გმადლობთ თბილი სიტყვებისთვის. მოგესალმებით ! გმადლობთ თბილი სიტყვებისთვის.
9. კარგად იკითხება. კარგად იკითხება.
8. მაგარია.. გიო.. მაგარია.. გიო..
7. ძალიან მაგარი ლექსია ;) ძალიან მაგარი ლექსია ;)
6. ......მთელს ქვეყანას შემოგატარებს. ოღონდ არასდროს დაგავიწყდეს უნაგირი და სადავეების ზომიერად მიმოღერება. მთლიანად მომეწონა, საინრტერესოა! დ.
......მთელს ქვეყანას შემოგატარებს. ოღონდ არასდროს დაგავიწყდეს უნაგირი და სადავეების ზომიერად მიმოღერება. მთლიანად მომეწონა, საინრტერესოა! დ.
5. რადგან მზე ჩადის, მზის ჩასვლამდე უნდა მოვასწრო კარგად წერთ! :) რადგან მზე ჩადის, მზის ჩასვლამდე უნდა მოვასწრო კარგად წერთ! :)
4. გულის ტკივილს შავი თმები და შავი წარბები, შავი წვერი, თეთრი მხრები აქვს.
იცი შენ რასაც წერ... მოგიკითხე, კაი კაცო! :) გულის ტკივილს შავი თმები და შავი წარბები, შავი წვერი, თეთრი მხრები აქვს.
იცი შენ რასაც წერ... მოგიკითხე, კაი კაცო! :)
3. მოკითხვები მეგობარო! :) მოკითხვები მეგობარო! :)
2. გულის ტკივილს შავი თმები და შავი წარბები, შავი წვერი, თეთრი მხრები აქვს. ღონიერი, შიშველი მხრები და მესამასე სპარტელივითბოლომდე იბრძვის! შეიძლება ითქვას არც კვდება. ის არც ზურგიდან არასოდეს მოგეპარება, ის ყოველთვის პირდაპირ მოდის, რა არ ვეცადე... მაგრამ უკან არასდროს იხევს, ხედვასავით პირდაპირია. და თუ დარწმუნდა, რომ თავისი მიღწეულია, მაშინღა რჩება და ნისლივით უჩინარდება და ისიც ისე, არასოდეს არ დაგვავიწყდეს. (შესაბამისად, ვერც ზურგი და ვერც პროფილი ვერ დავუნახე)
მხოლოდ ეს ნაწილი მოვიწონე და არის მისაღები :) დანარჩენის აღქმა გამიჭირდა
3 ქულა გულის ტკივილს შავი თმები და შავი წარბები, შავი წვერი, თეთრი მხრები აქვს. ღონიერი, შიშველი მხრები და მესამასე სპარტელივითბოლომდე იბრძვის! შეიძლება ითქვას არც კვდება. ის არც ზურგიდან არასოდეს მოგეპარება, ის ყოველთვის პირდაპირ მოდის, რა არ ვეცადე... მაგრამ უკან არასდროს იხევს, ხედვასავით პირდაპირია. და თუ დარწმუნდა, რომ თავისი მიღწეულია, მაშინღა რჩება და ნისლივით უჩინარდება და ისიც ისე, არასოდეს არ დაგვავიწყდეს. (შესაბამისად, ვერც ზურგი და ვერც პროფილი ვერ დავუნახე)
მხოლოდ ეს ნაწილი მოვიწონე და არის მისაღები :) დანარჩენის აღქმა გამიჭირდა
3 ქულა
1. გულის დაწყვეტას სულაც არ გავს, ჩემი ეს თხოვნა, გულისწყვეტა ლამაზმანია, მშუენიერი ლამაზი ქალი, :) მომწონს. გულის დაწყვეტას სულაც არ გავს, ჩემი ეს თხოვნა, გულისწყვეტა ლამაზმანია, მშუენიერი ლამაზი ქალი, :) მომწონს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|