ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2009


მაკუცას


მოპესიმისტო  ურაკელი  პოეტებისა  და
განსაკუთრებით  -  პოეტესების
გასაგონად...

გულგატეხილი  პოეტების  ,,წყებათა - წყება”
რაც  უფრო  დაცხა  -
მოგვიმრავლდა  თანდათან,  ვხედავ...
ძნელგასავლელი  გავლილი  მაქვს  თუმცაღა  წლები,
არც  მიკვირდა  და  არც  ვუფრთხოდი 
სიძნელეს  ხვედრის...

არ  შემრჩენია  მთელი :    ქალა,  ძვალი  თუ  მყესი...
მაჯებზეც  დღესაც  დარშიც    მცივა,
როგორც  ავდარში...
ცრემლის  და  სისხლის  მეც  მირეცხავს
თუმც  სარცხით  ლექსი,
ნაინფარქტალი  (ხუთგზის!..) - 
გული  მაინც  გადარჩა

და  კვლავაც  გულობს!..
არც  ახვრებთან  რცხვენია  შებმის
( მათ  სპა-უშქართან  -  პოეტების  ვით  მოვა  რიცხვი?!. ) ...
და  როცა  მნათი  ცას  ცისკრისპირ
სისხლისფრად  ღებავს
კვლავ  -  უძინარიც!..  -  ესალმება:
-  სიკვდილ  არს  სირცხვილ!!!

ცქაფად  მოცოცხავს  ცრუ  სიცოცხლე
ისეც  და  ასეც!.. –
თავქვეზე
ბედის 
ბორბალს
კიდევ
უნდა 
მიწოლა?!.
,, -  სვი  მთვარიანში,  პირმთვარეო,  სასმისი  სავსე!..”
-  ძმა  ხაიამის  ანდერძისა  დავრჩეთ  მოწილედ!..

სირცხვილ  არს  სიკვდილ!!!  - 
უბზარველი  ზარი  რეკს  დღესაც!..
ისღა  გვაკლია  -  გული  ჯავრის  დანამ  აკუწოს!!!
...  ...  ...  ...  ...  ...  ...  ...  ...  ...
...  არ  ვუწყი  თუმცა  -
ამგვარს  საით  მივყავართ  ლექსებს,
-  პოეტის  გული  სიკვდილს  თავად  ებრძვის,  მაკუცა!..


02.  07.  2009  წ.ქ.შ.
11  სთ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები