ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2009


ციკლიდან_"ხალხურ მოტივებზე"

სიცოცხლე გაბეზრებული,
სიკვდილსაც აღარ სჭირდები,
ცა ნისლებდაბებრებული,
უვაზნოდ თვლემენ მჭიდები,
ცოტას თუ წაუღიღინებ,
უფრო მეტს წამოტირდები,
ამ ცრუსოფელში დამცრული,
ზესთასოფლისკენ იზრდები...

* * *
არ ინაღვლოღა მინდია,
“წუთისოფელი ბინდია”,
სამყარო, გულზე პატარა,
მაგრამ ცა-რგვალზე დიდია.
სიცოცხლე სიკვდილისაკენ
შემაერთები ხიდია.
აქ თუ დროება გველმრუდობს,
მაღლა, უფალი დიდია!.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები