ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
21 ივლისი, 2009


***

ტევრის სიღრმეში ისეთი სიჩუმეა,
რომ გაიგონებ,
როგორ ფეთქავს ფრინველის გული,
ყურძნის მარცვალივით პატარა.

***
ჯვრები ერთმანეთს არა ჰგვანან,
როგორც ისინი,ახლა მათ ქვეშ
რომ განისვენებენ...

***
რა დარჩა ზვავისაგან,
ხეობა რომ ჰქონდა ჩახერგილი?
მხოლოდ თეთრი ფერფლი,
მწვანედ შეფაკლულ ველზე გაბნეული.

***
სიტყვები დაავიწყდა,
მაგრამ მელოდია
სიკვდილამდე
გულს ჰქონდა ჩარჩენილი.


წყალდიდობა
------------------------
მდინარე ერთეულებს
სივრცეების
ტკივილსა და სიხარულს უტოვებს,
ხოლო მილიონებს_
ქვიშას და არაფერს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები