ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2009


მიდის ცხოვრება...

მიდის ცხოვრება ცრუ სიმართლით,
თუ უფრო შიშით,
გონჯ თოჯინებად ჩვენივ ნებით
საკანში ვიშვით.
მავანი გირჩევს:_
რომ სიცოცხლე არ გექცეს ბინდად,
წადი, იცხოვრე მარტივად და
იქნები მშვიდად.
ბორბლებზე შემდგარ ქალაქს უსმენ,
როგორც განაჩენს,
მტვერში სინათლეს შეგარჩენდნენ
განა ახლა შენ.
ისევ გმოძღრავენ, დადექ ძმაო,
იყავი შენთვის,
შენი ხმა მაინც მოტორტმანე
მიტინგებს ესმის.
სიზმარშიც ელდით გესიზმრება _
მოთქმა გაბმული,
გაბზარულ ხორხში აკივლება: _
"ვაი, მამული"!..
ეს არც ლექსია, და არც უფრო,
ფიქრი მარტივი,
დაოსილ სულის არის უხმო
რეჩიტატივი.
ხელს ნუ ჩაიქნევ,
თვალზე წვიმის გიბზინავს რგოლი,
ერთი პოეტის ცრემლიც იხსნის
სამყაროს მგონი...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები