ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
23 ივლისი, 2009


რა უფრო მიჯობს

ის მეუბნება ფოთლებივით დაცვენილ დღეებს,
ყველა ისარი მალამოთი უბრალოდ აცდა,
ბავშვობა ეკლის საფენებზე წოლა და _  მერე
სიკვდილზე უფრო მძაფრი არის სიცოცხლის განცდა.

ნახე, ტკივილი ცრემლებივით დაცვიცდათ თვალებს,
მადლიერების ღიმი დაჰკრავს ბედმორჩილ ფარას,
კიდევ რას სცოდავს ეს სამყარო ვინ იცის ხვალე,
მზეს იანვარის პროფილი თუ ღრუბელი ფარავს.

რა უფრო მიჯობს ჩავყვე შავი დინების მორევს,
თუ ალმოდებულ  საფეთქელზე დამბაჩის დახლა,
ვიღაც ფარულად დამჩურჩულებს:_ "მემენტო მორე",
მჭირისუფლობს თუ ჩემს ტკივილებს დასცინის ახლა.

ამაღამ მაინც დამენახოს სიზმარში დედა,
ყურს ვიღა უგდებს სასაცილო ბებერ არაკებს,
ამ ძველმოდური ლექსის დარად დაობდა ელდა,
იმას რა ვუყო კივილით რომ მალაპარაკებს...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები