ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2009


ყავა გამიცივდა დე

დედიკოო ყავა მოხარშე,დილა მაქვს უიადონო,

დე შენი თბილი კატლეტი ჩემს კუჭზე დღემდე ბატონობს!

დედიი,მიდი რა დამხატეე,(სხვა როგორ უნდა დამხატო..)

დე ჩემო ტკბილო სახატე ჩემო "დიდო დე ბატონო"!

შენ სხვანაირი იცოდი,ლექსის წერაც და ფერწერაც,

"დედი"-ს თქმაც,დილის საუზმეც,გაიმეორე ერთხელაც!

მოდი და იქ წამიყვანე სადაც ამაყი ვიყავი,

ჩემი თოჯინა დაბანე,ფანჯრიდან თავი გაყავი-

და დამიძახე ხმადაბლა,სუსტი ხმითა და ნერვებით,

ვერ ამოვირბენ რვა სართულს,ამოვალ სვენებ-სვენებით..





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები