ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2009


მხოლოდ შენსავით

მინდა რომ ვწერდე შენსავით,

გბაძავ და გბაძავ,

უფრო და უფრო შენსავით,

უფრო ლამაზად!

მქონდეს ბუნება კლდესავით

შეურყეველი

და ყველა ლექსი შენსავით

-შეუდრეკელი...

მინდა რომ მსურდეს შენსავით

-ცხოვრება სწრაფი,

არ ვიყო ჩემებრ სულელი,

ცეტი,სულსწრაფი..

მინდა უფალთან მივიდე

შენსავით,ახლოს

და უცოდველი,უბიწი

მსურს მივეახლო.

მინდა ვმღეროდე ხმამაღლა,

ვცეკვავდე "დაისს"

და საკადრისი ლექსები

მივუძღვნა მაისს...

მინდა ვარდისას ვაფრქვევდე

შენსავით სურნელს,

ვგავდე აპრილს და მაისებს,

ზოგჯერ მარტს-სულელს..

და საკადრისსაც ვერ გჩუქნი

ამ ლექსს ხომ ხედავ?

მაგრამ ჩემსავით ვერავინ

ვერ დაგიძახებს"დედაა"...
2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები