| ავტორი: გიო გურჯი ჟანრი: პოეზია 26 ივლისი, 2009 |
იცი, ყოველთვის, როცა უშენობა საზღვრებს სცილდება, ყოველ, უბრალოდ, სულ უბრალოდ ჩვეულებრივ დღე, მე გამოვდივარ სტივენს გრინზე, ეს არის პარკი, საზოგადოებრივი პარკი, სადაც სხედან, წვანან, დადიან, დაფრინავენ ან დაცურავენ. ჩვეულებრივი, ჩვენნაირი ადამიანები და ფრინველები. ყველაზე მეტად კი ბავშვები... ბავშვები მიხარია(ნ).... ჩვენ ხომ არასდროს გვყოლია ბავშვი.
ჰოდა ყოველთვის, (როგორც ყოველთვის) მე ვამჯობინებ მოვკალათდე ამ პარკის გულში. გულს მე ვეძახი, თორემ ისე, გულის ფორმა სულაც არა აქვს ის არის მრგვალი და მთელ წრეზე არის სკამები, რომელთაგან ვირჩევ ცარიელს, რადგან არავინ დამირღვიოს თვითმყუდროება, სიმარტოვე, ან სიადვილე. თითქოს ამ გრძნობას არ გავურბოდე, ყოველთვის, როცა ბედნიერი აქეთ მოვდივარ. ვწერ ხოლმე ამ დროს, ვაკვირდები, ანდა ვკითხულობ
მოწყენაა თუ შემოდგომა?... როგორ იცვლიან ხეები ფერებს, მზე, რომ აქრებათ, ან პირიქით, გადაანათებთ... როგორ ურხევთ ნიავი ტოტებს, უშრიალებთ ფოთლებს ანაზდად, მერე როგორ "ასხდებათ ჩიტი". ასხდებიან ჩიტები ანდა სულაც არ ასხდებიან, არ იწყებენ გალობას მასზე, თუ როგორ ძლიერ ენატრებათ თბილი ქვეყნები, სადაც ყოფილან, ან არც ყოფილან და უბრალოდ სწყურიათ წასვლა. გაუგიათ, რომ - იქ კარგია! რომ იქ მზის სხივებს არიგებენ ყველა ქუჩაზე, მაშინ როდესაც, ამ კუნძულზე, მხურვალე ლოცვის, შედეგია მზე, ჩვეულებრივ, მოკაშკაშე, თუნდაც ნახევრად.
მოკლედ ვწყვეტ წერას. როგორც ყოველთვის, მოსაწევად ვიღებ პაუზას, ვაკვირდები:
ერთი-მეორეს ხელჩაკიდებულნი, ისე უსასყიდლოდ, ისე გულახდილად, ბავშვებივით მიჰყვებიან, თითქოს არ იცოდნენ, ერთის გარეშე, მეორე უფრო თავისუფალია. მე კი მგონია, რომ უფრო ინსტიქტურად, ქარი დაუბერავს... და უფრო წითელს, ვიდრე მოწითალოს, მეორეს, ჯერ თმებს აუწეწავს, მერე რატომღაც, შეყვარებულებად მონათლულ "ერთმანეთს", ერთმანეთს დააცილებს. ბედნიერება, ალერსივით, მეტისმეტი არ მოუვიდეთ და რომ არ მობეზრდეთ. ერთი-მეორის გემო, რომ უფრო მეტად იგრძნონ, ერთი მეორეს უნდა მოაცილოს, რადგან, თუ მაინც... თუ თავისუფლებაც მობეზრდებათ და უერთმანეთობა დაღლით, გავა დრო და... ღვთის სიტყვასავით, ბევრად უკეთეს ერთმანთეს იპოვნიან.
მოკლედ ყოველთვის, როცა უშენობა საზღვრებს სცილდება ყოველ, უბრალოდ, სულ უბრალოდ ჩვეულებრივ დღე:
მე მჯერა ქარის! მოწყენაა, თუ შემოდგომა, მე მჯერა ჩემიც, ჩემი_ალბათ ქარს, ამიტომაც მიაქ-მოაქ სიყვარული - როგორც ფოთლები.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
20. მოწყენაა თუ შემოდგომა?... როგორ იცვლიან ხეები ფერებს, მზე, რომ აქრებათ, ან პირიქით, გადაანათებთ... როგორ ურხევთ ნიავი ტოტებს, უშრიალებთ ფოთლებს ანაზდად, მერე როგორ "ასხდებათ ჩიტი". ასხდებიან ჩიტები ანდა სულაც არ ასხდებიან, არ იწყებენ გალობას მასზე, თუ როგორ ძლიერ ენატრებათ თბილი ქვეყნები, სადაც ყოფილან, ან არც ყოფილან და უბრალოდ სწყურიათ წასვლა. გაუგიათ, რომ - იქ კარგია! რომ იქ მზის სხივებს არიგებენ ყველა ქუჩაზე, მაშინ როდესაც, ამ კუნძულზე, მხურვალე ლოცვის, შედეგია მზე, ჩვეულებრივ, მოკაშკაშე, თუნდაც ნახევრად.
მადლობა ამ სიამოვნებისთვის :) ++ მოწყენაა თუ შემოდგომა?... როგორ იცვლიან ხეები ფერებს, მზე, რომ აქრებათ, ან პირიქით, გადაანათებთ... როგორ ურხევთ ნიავი ტოტებს, უშრიალებთ ფოთლებს ანაზდად, მერე როგორ "ასხდებათ ჩიტი". ასხდებიან ჩიტები ანდა სულაც არ ასხდებიან, არ იწყებენ გალობას მასზე, თუ როგორ ძლიერ ენატრებათ თბილი ქვეყნები, სადაც ყოფილან, ან არც ყოფილან და უბრალოდ სწყურიათ წასვლა. გაუგიათ, რომ - იქ კარგია! რომ იქ მზის სხივებს არიგებენ ყველა ქუჩაზე, მაშინ როდესაც, ამ კუნძულზე, მხურვალე ლოცვის, შედეგია მზე, ჩვეულებრივ, მოკაშკაშე, თუნდაც ნახევრად.
მადლობა ამ სიამოვნებისთვის :) ++
18. ინსტიქტურად - ინსტინქტურად
საოცარია ასე რომ გრძნობთ, ბედნიერი ყოფილხართ :) ისევე როგორც უბედური ამქვეყნად ამ გრძნობების გამო. ინსტიქტურად - ინსტინქტურად
საოცარია ასე რომ გრძნობთ, ბედნიერი ყოფილხართ :) ისევე როგორც უბედური ამქვეყნად ამ გრძნობების გამო.
17. მე მჯერა ქარის! მოწყენაა, თუ შემოდგომა, მე მჯერა ჩემიც, ჩემი_ალბათ ქარს, ამიტომაც მიაქ-მოაქ სიყვარული - როგორც ფოთლები.
...................................................................................
5555 მე მჯერა ქარის! მოწყენაა, თუ შემოდგომა, მე მჯერა ჩემიც, ჩემი_ალბათ ქარს, ამიტომაც მიაქ-მოაქ სიყვარული - როგორც ფოთლები.
...................................................................................
5555
16. მოკითხვა :)... მოკითხვა :)...
15. მე კი ლამაზად თქმის მჯერა... აი, რაღაც ისეთის, რაც სიფაქიზესთან, სისათუთესთან გაახლოებს... შენ შეგიძლია გიო, ძლიერ ფაქიზად დახატო თვალსაწიერი და შენს გარემოში გვამოგზაურო... ხოლო "ვინც არა ჰგავს კახაბერსა" - ავტორმა კი "კახაბერად" სხვა თქვას...
საუკეთესო სურვილებით... მე კი ლამაზად თქმის მჯერა... აი, რაღაც ისეთის, რაც სიფაქიზესთან, სისათუთესთან გაახლოებს... შენ შეგიძლია გიო, ძლიერ ფაქიზად დახატო თვალსაწიერი და შენს გარემოში გვამოგზაურო... ხოლო "ვინც არა ჰგავს კახაბერსა" - ავტორმა კი "კახაბერად" სხვა თქვას...
საუკეთესო სურვილებით...
14. კარგია გიო...მომეწონა კარგია გიო...მომეწონა
13. გიო გურჯის მადლობა და მოკითხვები კიდევ - ნელიკოს. გიო გურჯის მადლობა და მოკითხვები კიდევ - ნელიკოს.
12. ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ გიოს შემოქმედებას....თავისებური ხელწერა აქვს და რაც მთავარია, მკითხველის გულამდე მიაქვს სათქმელი.....
წარმატებები გიო გურჯს.... ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ გიოს შემოქმედებას....თავისებური ხელწერა აქვს და რაც მთავარია, მკითხველის გულამდე მიაქვს სათქმელი.....
წარმატებები გიო გურჯს....
11. მოგესალმებით ! მადლობა ყველას.
ბატონო იმო, პირველ რიგში, არ მესმის თქვენი გაბრაზების მიზეზი. მეორეც, საწყენი არაფერია, ოღონდ ვისთვის რა შემოვიდა მოდაში, ეს მე ნამდვილად არ მაინტერესებს. არც იმის წინააღმდეგი ვყოფილვარ არასდროს, თუ ვინმეს უკეთ წერა შესძლებია, თუ ვინმეს ბევრად უკეთესი ამბების წერა შესძლებია და თან ასე. წერეთ მერე ბატონო... განა გიო გურჯი ხელს უშლის ვინმეს?!
ხოლო რაც შეეხება იმას, თუ ვინ და რას დავარქმევთ ლექსს, ეს უკვე სხვა საქმეა. ჩემთვის არც ის ნაწერებია ლექსები, ბევრს რომ პოეზიად აქვს მონათლული და არც ის ნაწერები გადასაყრელი, რომელსაც ვერ იგებენ, ვერ გრძნობენ და აპოეტურად მიიჩნევენ რიგი ხალხისა.
ან შეფასებას ვინ თხოულობს?! ვის რაში სჭირდება შეფასება?! აი საინტერესო, გულახდილ კომენტარზე კი არასდროს ვართ უარს. ეს კომენტარიც საინტერესოდ და პირველ რიგ|ში გულახდილად მივიჩნიე და ამიტომაც გამოვეხმაურე. ისიც მესმის, რას გულისხმობთ, როდესაც უტრადიციო უწარსულო ამერიკულ პოეზიას ახსენებთ, მაგრამ ამაზე ასე ვიტყოდი: ამერიკის ისტორია ზუსტად იმხელაა, რამხელაც უნდა იყოს და ეს არაფერს ცვლის, მან ბევრი გენიოსი პოეტი თთუ მწერალი შობა. მე ამერიკის პოეზიის ისტორია ნაკლებად მაინტერესებს ამ შემთხვევაში. აქ უფრო ამ გენიალური შემოქმედების შემოქმედება მაინტერესებს. მოგესალმებით ! მადლობა ყველას.
ბატონო იმო, პირველ რიგში, არ მესმის თქვენი გაბრაზების მიზეზი. მეორეც, საწყენი არაფერია, ოღონდ ვისთვის რა შემოვიდა მოდაში, ეს მე ნამდვილად არ მაინტერესებს. არც იმის წინააღმდეგი ვყოფილვარ არასდროს, თუ ვინმეს უკეთ წერა შესძლებია, თუ ვინმეს ბევრად უკეთესი ამბების წერა შესძლებია და თან ასე. წერეთ მერე ბატონო... განა გიო გურჯი ხელს უშლის ვინმეს?!
ხოლო რაც შეეხება იმას, თუ ვინ და რას დავარქმევთ ლექსს, ეს უკვე სხვა საქმეა. ჩემთვის არც ის ნაწერებია ლექსები, ბევრს რომ პოეზიად აქვს მონათლული და არც ის ნაწერები გადასაყრელი, რომელსაც ვერ იგებენ, ვერ გრძნობენ და აპოეტურად მიიჩნევენ რიგი ხალხისა.
ან შეფასებას ვინ თხოულობს?! ვის რაში სჭირდება შეფასება?! აი საინტერესო, გულახდილ კომენტარზე კი არასდროს ვართ უარს. ეს კომენტარიც საინტერესოდ და პირველ რიგ|ში გულახდილად მივიჩნიე და ამიტომაც გამოვეხმაურე. ისიც მესმის, რას გულისხმობთ, როდესაც უტრადიციო უწარსულო ამერიკულ პოეზიას ახსენებთ, მაგრამ ამაზე ასე ვიტყოდი: ამერიკის ისტორია ზუსტად იმხელაა, რამხელაც უნდა იყოს და ეს არაფერს ცვლის, მან ბევრი გენიოსი პოეტი თთუ მწერალი შობა. მე ამერიკის პოეზიის ისტორია ნაკლებად მაინტერესებს ამ შემთხვევაში. აქ უფრო ამ გენიალური შემოქმედების შემოქმედება მაინტერესებს.
8. ლირიული პოეტური პროზა... კარგად შესრულებული. ამიტომ საგნებს თავის სახელს როცა დავარქმევტ, შეფსებაც სათანადო იქნება. სად უნდა ვიპოვო აქ პოეზია? მოთხრობილა საკმაოდ გრძელი ამბავი, საკმაოდ საინტერესოდაც. მაგრამ ჟანრი არასწორად აწერია... ამაზე ბევრად საინტერესო ამბები შეგვიძლია ბევრმა ვწეროთ შეუსვენებლად და ვარქვათ ლექსი... ვინც არ არის კახაბერიო... საწყენად არ ვამბობ, რაღაც გაუკუღმართებულ მოდად შემოვიდა ასე წერა და მრავალი უნიჭოს თავშესაფრად იქცა. შეგიძლია მშვენიერი პოეტური პროზა წერო, და ყველა სიამოვნებით წავიკითხავთ. ეს ქართული პოეზიაა და არა უტრადიციო და უწარსულო ჩრდილო ამერიკული... ლირიული პოეტური პროზა... კარგად შესრულებული. ამიტომ საგნებს თავის სახელს როცა დავარქმევტ, შეფსებაც სათანადო იქნება. სად უნდა ვიპოვო აქ პოეზია? მოთხრობილა საკმაოდ გრძელი ამბავი, საკმაოდ საინტერესოდაც. მაგრამ ჟანრი არასწორად აწერია... ამაზე ბევრად საინტერესო ამბები შეგვიძლია ბევრმა ვწეროთ შეუსვენებლად და ვარქვათ ლექსი... ვინც არ არის კახაბერიო... საწყენად არ ვამბობ, რაღაც გაუკუღმართებულ მოდად შემოვიდა ასე წერა და მრავალი უნიჭოს თავშესაფრად იქცა. შეგიძლია მშვენიერი პოეტური პროზა წერო, და ყველა სიამოვნებით წავიკითხავთ. ეს ქართული პოეზიაა და არა უტრადიციო და უწარსულო ჩრდილო ამერიკული...
7. ის არის მრგვალი და მთელ წრეზე არის სკამები, რომელთაგან ვირჩევ ცარიელს, რადგან არავინ დამირღვიოს თვითმყუდროება, სიმარტოვე, ან სიადვილე. zaan kargia, me momewona:) ის არის მრგვალი და მთელ წრეზე არის სკამები, რომელთაგან ვირჩევ ცარიელს, რადგან არავინ დამირღვიოს თვითმყუდროება, სიმარტოვე, ან სიადვილე. zaan kargia, me momewona:)
6. ბედნიერება, ალერსივით, მეტისმეტი, რომ არ მოუვიდეთ და რომ არ მობეზრდეთ. ერთი-მეორის გემო, რომ უფრო მეტად იგრძნონ, ერთი მეორეს უნდა მოაცილოს, რადგან, თუ მაინც... თუ თავისუფლებაც მობეზრდებათ და უერთმანეთობა დაღლით, გავა დრო და... ღვთის სიტყვასავით, ბევრად უკეთეს ერთმანთეს იპოვნიან.
მოკლედ ყოველთვის, როცა უშენობა საზღვრებს სცილდება ყოველ, უბრალოდ, სულ უბრალოდ ჩვეულებრივ დღე:
მე მჯერა ქარის!
მომწონს :) ბედნიერება, ალერსივით, მეტისმეტი, რომ არ მოუვიდეთ და რომ არ მობეზრდეთ. ერთი-მეორის გემო, რომ უფრო მეტად იგრძნონ, ერთი მეორეს უნდა მოაცილოს, რადგან, თუ მაინც... თუ თავისუფლებაც მობეზრდებათ და უერთმანეთობა დაღლით, გავა დრო და... ღვთის სიტყვასავით, ბევრად უკეთეს ერთმანთეს იპოვნიან.
მოკლედ ყოველთვის, როცა უშენობა საზღვრებს სცილდება ყოველ, უბრალოდ, სულ უბრალოდ ჩვეულებრივ დღე:
მე მჯერა ქარის!
მომწონს :)
5. ბედნიერება, ალერსივით, მეტისმეტი, რომ არ მოუვიდეთ და რომ არ მობეზრდეთ. ერთი-მეორის გემო, რომ უფრო მეტად იგრძნონ, ერთი მეორეს უნდა მოაცილოს, რადგან, თუ მაინც... თუ თავისუფლებაც მობეზრდებათ და უერთმანეთობა დაღლით, გავა დრო და... ღვთის სიტყვასავით, ბევრად უკეთეს ერთმანთეს იპოვნიან.
კაია. ბედნიერება, ალერსივით, მეტისმეტი, რომ არ მოუვიდეთ და რომ არ მობეზრდეთ. ერთი-მეორის გემო, რომ უფრო მეტად იგრძნონ, ერთი მეორეს უნდა მოაცილოს, რადგან, თუ მაინც... თუ თავისუფლებაც მობეზრდებათ და უერთმანეთობა დაღლით, გავა დრო და... ღვთის სიტყვასავით, ბევრად უკეთეს ერთმანთეს იპოვნიან.
კაია.
4. მე მჯერა ქარის! მოწყენაა, თუ შემოდგომა, მე მჯერა ჩემიც, ჩემი_ალბათ ქარს, ამიტომაც მიაქ-მოაქ სიყვარული - როგორც ფოთლები.
მაგარია გიო, მოგიკითხე მეგობარო! :) მე მჯერა ქარის! მოწყენაა, თუ შემოდგომა, მე მჯერა ჩემიც, ჩემი_ალბათ ქარს, ამიტომაც მიაქ-მოაქ სიყვარული - როგორც ფოთლები.
მაგარია გიო, მოგიკითხე მეგობარო! :)
3. მოკლედ ყოველთვის, როცა უშენობა საზღვრებს სცილდება ყოველ, უბრალოდ, სულ უბრალოდ ჩვეულებრივ დღე:
ლამაზია! :) მოკლედ ყოველთვის, როცა უშენობა საზღვრებს სცილდება ყოველ, უბრალოდ, სულ უბრალოდ ჩვეულებრივ დღე:
ლამაზია! :)
2. :) კარგიააა 5 :) კარგიააა 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|