ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
27 ივლისი, 2009


***

როგორც ყოველთვის,
დარდი ბევრია.

ცის მხარეებში
ხმებია მკაცრი.

კაცის სასჯელი
ქალის ცრემლია.

ქალის ღიმილი
მხსნელია კაცის.


სიცოცხლე_თითქოს
ერთი მტკაველი.

ფიქრი_ჭრილობა,
ტკივილი_განძი.

ქალის სითბოა
კაცის მფარველი.

ქალის გულია
კოსმოსი კაცის.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები