ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პროზა
29 ივლისი, 2009


ხუთი წუთით ბავშვობაში

-ქუჩაში კევის გაბერვა და ხმამაღალი სიცილი არ შეიძლება,ვუთხარი ელენეს და ქერა თავზე ხელი დავადე.
-რატომ?მკითხა სრულიად ბავშვურად
-არ ვიცი,მეც ასე მასწავლა ბებიაშენმა.
-სემიჩკის ჭამა?
-მაგას მზესუმზირა ჰქვია და არც ეგ შეიძლება.
-სახლში?
არც სახლში.!
-აბა რატომ მოიგონეს სემიჩკა მზესუმზირა?
-ცოტახანი გაჩუმდი რა?შევევედრე და თლილი თხელი თითები ხელში მოვიქციე...საბა ჩუმად მომყვებოდა,ისე იყო ნაყინის ჭამით გართული,რომ ჩვენი ინტერვიუდან არც არაფერი გაუგია.
-დე მარტი ხომ გაზაფხულია,რატომ ცივა?
აღარ ვუპასუხე...ვფიქრობდი ამ დროს:ფინანსურ კრიზისზე,"ყაზტრანსგაზისა" და "თელასის"დაუნდობლობაზე,საბას გლანდებზე და ელენეს კარიესსზე.
--დეე,მთვალე ლომ ჩამოვალდეს და ჩვენს კოლპუსს დაეცეს გაჭკლიტავს?-კოსმოსიდან ჩამოფრინდა საბა.
-კი გაჭყლიტავს..თასმა შეიკარი თორემ წაიქცევი.
-ლო ალ ვიცი?
-მაშინ არ შეიკრა...არც შემიხედავს ისე ვუპასუხე.
-დე ჰამბურგერი მიყიდე რაა?ყელი გამოიღადრა გოგომ.
-ქუჩაში ჭამა არ შეიძლება ელენე!ავუწიე ტონს.
-ამერიკაში რომ ჭამენ?-არ მომეშვა
-აუუ ჰამელიკაში ცავიდეთ ლა კვანცბო უნდა გავიცნო,აუ დე ლოდის წავალთ?
-მალე.-მოვიშორე საბა....
-მე ლიფტსი ალ სემოვალ!
-შენ რა კაცი ხარ ლიფტის გეშინია.
-დე უთხალი გაჩუმდეს თოლემ თმას დავაგლიჯებ!
-აბა გაბედე და გოგოს ხელი დაარტყი!,გავამკაცრე ტონი და თითქმის წიხლით შევტენე ლიფტში.
იქიდან ორივე ატირებული გამოვიყვანე,რადგან ისე მოულოდნელად შეაფრინდნენ ერთმანეთს თმაში,სანამ გონზე მოსვლა და გაშველება მოვასწარი,სისხლები სდიოდათ.მათთან ერთად მეც ავტირდი,მამამ კი მშვიდად გაგვიღო კარი და ტელევიზორს დაუბუნდა ლუდით ხელში,მხოლოდ გაეცინა,იცოდა რაც მოხდებოდა...მხოლოდ მე მითხრა მეათასედ-შენ რაღა გატირებს ამხელა ქალი ხარო..
მე არ მიყვარს რომ ჩხუბობენ ჩემი შვილები...
დილით:
-ელენე გაიღვიძე ცხრა დაიწყო.
-აუ დე მუცელი მტკივაა...
-რაა?წამოხტა მამა დაფეთებული.
-დამშვიდდი ბუნება აქვს დღეს.
-ააა...მშვიდად დაიფარა ბალიში თავზე.
-ელენეს არ არგო მუცლის ტკივილმა,ბუნენის გაკვეთილის დღეს სულ მუცელი სტკივა,არ უყვარს ბუნების გაკვეთილი...მაინც ადგა.
-დეე საბამ რეიტუზი ისევ უკუღმა ჩაიცვაა
-მოკეტე გოგო თოლემ დაგაგლიჯებ თმებს,გაცხარდა საბა
-აბა გაბედე და გოგოს ხელი დაადე -ავწივლდი და გაწეწილი შევარდი ბავშვების ოთახში.
იქ კი ისეთი ლამაზი ოთხი თვალი,დაწითლებული ლოყები,გაბერილი ტუჩები და პატარა ტიტლიკანა ფეხები მხვდება,რომ უცებ ვმშვიდდები და სამტროდ შესულს გული სიხარულით და სიყვარულით მევსება....
-ყავა მომიდუღეე ,-იძახის ქმარი.
-ბავშვებს გავაცილებ და მერე,-ვპასუხობ,მაგრამ მაინც სამზარეულოში გავდივარ ყავისთვის...
-კბილები გაიხეხეთ და ლოცვა წაიკითხეთ!ტექსტს არასოდეს ცვლის მამა...ლოცვას ყოველთვის სადარბაზოში იწყებენ და მარკეტთან დამასრულებელ პირჯვარს იწერენ...აქ ხელიხელჩაკიდულები მიდიან,ამ დროს ერთმანეთი ჰყავთ მარტო და ზრუნავენ:და ძმაზე და ძმა დაზე...ერთმანეთის ჩანთებიც დააქვთ და ფუნთუშასაც არ მიირთმევენ უერთმანეთოდ..მე კი მეოთხე სართულიდან ვუყურებ როგორ გაზრდილან ჩემი შვილები და თვალებით ვსახავ პირჯვარს..........2008

ვუძღვნი ყველა და-ძმას...ხუთი წუთით ხომ მაინც გაგახსენდათ ბავშვობა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები