ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2009


ევა...

ზღვა  ცხელ ქვიშაზე ილოკავს ენებს,
შემთვრალ პალმებსაც ერევათ რული,
იწვის ქალაქი და მშიერ ვნებებს
არ აქვთ საწყისი ან დასასრული.

"თელების" შეშლილ თეთრ რესტორანში,
ცეკვავ და მწველი ირწევა წელი,
ელვა ალივით იელვებს ტანში,
საცაა უნდა შეგახონ ხელი.

ნაჭორალ ეჭვებს კარი აქვთ ღია,
დაჰკიდეს სადღაც ცოდვის ხალათი,
ვით სიკვდილმისჯილს ჯალათის ტყვია
ისე მაშინებს შენი ღალატი...

ევა...

დღემ მზერა ჟინით გაილამაზა,
მზემ ზღვის ზვირთი რომ გაინაპიროს,
ჰგავხარ მწველ ხვატში დაბმულ ავაზას,
როცა თვალებით მამრზე ნადირობ.

ლავა, ო, არა, უფრო მწველია,
შენი თმების და ტანის ალმური,
მზე თითქოს ზეცის სავარცხელია,
სხივის თოკებით ჩემ წინ დაბმული.

ახლა მე ვიცი ვინ არის ევა,
ბორგვები... ღამე ვნებამიხდილი...
ეს ზღვის მოქცევა და უკუქცევა,
სულში ამოცლილ ნეკნის კივილი...
                                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები