ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
31 ივლისი, 2009


ადიოს!

რადგან გრძნობა ჩემზე უფრო ძლიერია,
კი არ ვიძირები,ზემოდან ვტივტივებ,
როცა მიგატოვებ, თითქოს არაფერი,
და მაინც, რომ წავალ... უჩუმრად ვიტირებ.

მალე გაგექცევი, წერილს დაგიტოვებ,
ცარიელ ფურცელზე წერია: "ადიოს",
დაღლილი თვალებით შემხედე უმადურს,
სიკვდილი სიცოცხლეს მაინც რომ მპატიობს.

ლიკა ოხანაშვილი
31.07.2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მე-კალ-მე ვულოცავთ დაბადების დღეს