ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
29 ივლისი, 2009


ეს ისე... (ჩემთვის ვგიჟდები 2)

მთვარემ გადაცურა ღამე,
ღამემ ჩამოშალა თმები,
ქუჩას არეული ბარე
ქარში მიუყვება მეტი,
ვიდრე
ერთი წყვილი ფეხი,
სუნთქვით ავსებული სუნთქვა
თვალში მისი თვალის ფერი,
წამში არეკლილი
თუნდაც,
მუჭში მომწყვდეული სიტყვა,
პულსი უსასრულოდ სრული,
ორში შეწყვეტილი წვიმა,
ჩემი ხასიათი რთული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები