ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2009


ოც წუთში დასაწერი

ხუთს ოცი წუთი აკლია,

ჩიტებსაც სძინავთ,

მე კარგი ყავა მაკლია

და დილამდე ძილი...

ხუთს ახლა ათი აკლია,

სძინავს ელენეს,

ცისკრის ვარსკვლავი ანთია

ოქროსფერ თმაში.

ხუთს ხუთი წუთი აკლია

და დარჩა რაღა?

უკვე მეორედ გაფრინდა

თბილისი-პრაღა

მალე:

ამოვა მზე და ჩავა მთვარე,

და დავლევ ყავას

-ვფიქრობ ცივს.

დავწერ რაღაცას,

უფრო"სივს",

ჩავიცვამ კაბას,

უბრალოს,გრილს...

და...წავალ,

გავალ,გადავალ,გადა......

ა,ხუთიც გახდა..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები