ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2009


ქარავანი

ტრამალები...
ტრამალები...
გადავლილი გამალებით,
ბედუინთა ამალები,
განძით სავსე პალნები...
ქალო,კერას მოწყვეტილო
ნუთუ კანჯარს დანებდი?
ქარავანი,
ფალავანი,
უსახური გალავანი,
მტვერი,
სიცხე,
ქარაშოტი,
გველი მზეზე გაშოტილი,
აშოლტილი პალმა,
ჩერო...
(წერა როგორ გავაჩერო?)
მიდის,მიდის ქარავანი,
იქექება ქალამანი,
დაიღალა ბედუინი გზებით...
ნაღველს ცრემლად დაუწყია
მდინარება ფარდაგებში-
ვნების ზღვაში გადაეშვი ქალო.
მოიშალე ზნე და წესი,
ჰარამხანის ფარჩა გმოსავს
და ჯვრის ნაცვლად
საფირ-ლალის ყელსაბამი გაცისკროვნებს
უფლის მოსავს...
რით გიშველო?
მზე შენს ფერხით
ფიანდაზად გართხმულია,
ყოველივე ამ მიწაზე
სხვაა...
არაქართულია...
მცხუნვარე მზეს ეფარება
ქვიშა შირმად მონაქარი;
ზეზიებით შემოსილი
თავს მისტირის მონაქალი.
ძაღლი ყეფს და
დასალიერს
მიდის,მიდის ქარავანი....



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები