ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
4 აგვისტო, 2009


შენ ახლა გძინავს!

ახლა შენ გძინავს,ნათამადევს , გართობით დაღლილს,

შენი ცოლი კი გიუთოვებს წუხანდელ პერანგს,

-შავი ღვინით და პომადით გასვრილს!

ახლა შენ გძინავს,ფეხისწვერზე დადის ქალაქი

და შენი ცოლიც ვარდისფერი ტილოს ხალათით.

...ახლა შენ გძინავს,თბილისი კი შენზე ღრმად სუნთქავს

ახალი ჭორის მოლოდინით ყურდაცქვეტილი

და შენი ცოლი-"რაღაცისფრად"თმაშეღებილი,

დგას და გიყურებს გულდაწყვეტილი..

შენ ახლა გძინავს,ძილში სტუმრად მე გყავარ ისევ,

და შენი ცოლის ჩუმ ოხვრას ვისმენ!


2008

დიასახლისს


ტკივილი რომ გტანჯავს რად არ ამბობ

და სხვას ორმაგად რად უამებ?

დგახარ თავდახრილი,თვალდახრილი-

ხახვის წვრილად დაჭრას" ამუღამებ"

ბალიშს ამზეურებ ნამტირალევს,

მიზეზი თავადაც რომ არ უწყი

და შენს ქმარს თვალს უკრავ (ზრდილობისთვის)

როგორც უწინ!











კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები