ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 აგვისტო, 2009


ნილი

ნილი...
შენი წარმოსახვითი მეგობარი,
არსება, რომელიც არასდროს ყოფილა შენი,
თუმცა იცოდი,  რომ
ვერასდროს გახდებოდა  სხვისი.

ნილი,
არსება, რომელიც შეიყვარე,
რადგან გჯეროდა არასდროს გიღალატებდა,
არა იმიტომ, რომ შენი ერთგული იყო,
არამედ იმიტომ,
რომ უბრალოდ არ შეეძლო ღალატი,
მას ხომ შენს გარდა ვერავინ ხედავდა.

ნილი,
არსება,  რომელსაც ანდობდი
შენს ყველა საიდუმლოს მისი შენახვის იმედით,
არა იმიტომ, რომ მას
ჭორაობა არ უყვარდა,
არამედ იმიტომ, რომ მას ეს არ შეეძლო,

ნილი,
არსება, რომლთანაც შეგეძლო
გეკამათა დაუსრულებლად,
და იცოდი ვერასდროს გაგექცეოდა,
არა იმიტომ, რომ მას ამის სურვილი არ ჰქონდა,
არამედ იმის გამო, რომ
უბრალოდ,  მიჯაჭვული გყავდა შენს ოცნებებზე.

რა ადვილი ყოფილა შექმნა ოცნებაში
არაფრისგან რაღაც, 
და რა ძნელი -
შეამჩნიო არაფრის უარაფრობა.

ლიკა ოხანაშვილი
5.08.2009


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები