ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
6 აგვისტო, 2009


"მე"ცოტა ეგოისტურად

მე ჩემი ყავის ჭიქა მაქვს სახლში და არ შეეხოს დიდი თუ ბავშვი,

მე, ჩემებურად დაგრჩებით ვალში ,ჩემს ოფოფებთან ჩავდგები კვალში

ჩემს კარგ მეგობარს არ გავცვლი სხვაში,ჩემს ცისფერ კაბას მოვიხდენ ბარში,

ჩემს თეთრ პირსახოცს მოვიხვევ ტანზე,არ ვისაუბრებ არასდროს მასზე..

მე ჩემი კბილის ჯაგრისის გემო,ორ დღეში ოთხჯერ უნდა ვიგემო!

არ ვგავარ ცხადად მე იმ პოეტებს,გაზაფხული რომ გააპოეტეს!

მე ნისლიანი მიყვარს ზამთარი,ყვავის ბუდიდან მოპარული მიყვარს კაკალი,

მე, არ ვსაუბრობ არასდროს სექსზე,არც უნიტაზში არ ვყრი ჩემს ლექსებს

და ლუდის ბოთლი მმატებს ჰორმონებს(ბედნიერების მხოლოდ და მხოლოდ)

და არასოდეს არ მკლავს სურვილი,ვიცოდე -ვინ სად,ან როგორ ცხოვრობს..

მიყვარს ვერელები,ვაკელები,ჩემი ოროსანი კლასელები

(ვახტანგ გორგასალიც)თუმც არ ვიცნობ...

მე ჩემი ყავის ჭიქა მაქვს სახლში და...ბევრი დამრჩა კიდევ სათქმელი:

ალერგია და...

ლიტურგია და..

.ქირურგია და(მხოლოდ ნეირო)

-ჩემს შვილებს შიათ,-წავედი აბა!!!









ჩემს პატარა დაიკოს


ანი-ბანი რად არ გძინავს?

-თორმეტია სრული,

რაც თოთხმეტი შეგისრულდა

თვალს არა აქვს ლული.

ანი-ბანი რაზე ფიქრობ?

(ვისზეც)თუ არ ვცოდავ,

დიდის ზღაპარს მოგიყვები,

დაგაძინებ,ჰოდა,

იქნებ ძილში დაგესიზმროს

რამაც შეგაშფოთა!

ანი-ბანი,იყო და

არაფერიც არ იყო,

ცოტაც რომ გაიზრდები

გავაგრძელოთ დაიკო...

შემახსენე მერე...






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები