ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პროზა
8 აგვისტო, 2009


ისტერია

 
-დიახ, მეტს არაფერს აკეთებს ექიმო...ოთახიდან  თვეა  არ გამოსულა , ხომ წარმოგიდგენიათ რა დღეში  ვიქნები, მითხარით გესმით?
ეს ის მომენტია, როცა შეტევაზე გადადიხარ, მხოლოდ იმის გულისთვის, რომ გითხრან დიახ თქვენი კარგად მესმის და შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, რომელიც მართალია რთული, მაგრამ არა უიმედოაო... არ განუგეშებს დავაუცილებლად დაახრჩობ. აი რისთვის იწმინდავ ცრემლებს, უნაკლოდ დაუთავებული გახამებული ცხვირსახოცით და თან ფიქრობ სადილად რა გააკეთო... ისიც იცი, ამ სახლშI დიდი ხანი რომაა რაც არავინ აღარ სადილობს, არ ვახშმობს, აქ არაფერი არსებობს დღის ნებისმიერ მონაკვეთში კუჭის ამოყორვის გარდა... ამაზე გაგახსენდა და :
- ...და იცით ექიმო, კიდევ ერთი გარემოება, დიახ მთელი დღე არ ჭამს ხანდახან, ბოლოს კი გამოდის და შემაძრწუნებლად ხარხარებს, მისაღებ ოთახში დადგება პაპამისის (ღმერთმა აცხონოს მისი სული) სურათის წინ და გაიძახის ეს აქ გამოსაკიდი კაცი არ ყოფილაო, მე რა შემიძლია, ხომ ვერ დავეჯაჯგურები, კაცია მაინც, ჰოდა შეიტანს სურათს და საპირფარეშოში ტოვებს...ლურსმანიც კი ჩააჭედა კაფელებს შორის...მერე გამოდის რაც მაცივარში საჭმელია ყველაფერს პირში იყრის ერთად და უკვე როცა გრძნობს სულს ვეღარ ვითქვამო, აღებინებს, ისევ საპირფარეშოში და პაპამისის სურათს (ღმერთმა აცხონოს  კეთილი კაცი იყო) უყვირის მიყურე და დატკბიო!... ამის მერე მშვიდდება და ხმაამოუღებლივ იკეტება ოთახში... დღე გამოშვებით ასეთ სცენებს მიმართავს, მითხარით ექიმო, მე მარტოხელა დედამ რა შემიძლია გავაკეთო, როცა ერთი შვილი კაცის მკვლელია და ციხეში ამოხდება ცოდვილი სული, მეორე კი თვალწინ ჭკუიდან მეშლება...
და ისევ ქვითინებ...
ის წამლებს უწერს...რაც შეიძლება ბევრს, თუმცა ორივემ იცით პირში ვერ ჩაადებინებ. ღორები ხართ ყველანიო მოგაძახებთ და ირანულად ამღერდება, ბოლო ხმაზე... უწევს, უწევს, რომელიმე ნოტს თუ ვერ აიღებს ჩუმდება და ღორები ხართ აბა რა ხართო იტყვის ისევ...ირანული ცხოვრებაში არ უსწავლია.

მაინც რა მოხდა...ასე რამ გადარია

არცერთი შვილი ნორმალური არ გამომადგაო იფიქრებ....არა!- უყვირებ ორივენი გიჟები რა დაწყევლილმა საშომ გშობათ, ცხელი შამფურით უნდა ამოვიწვა, უნდა ამოვიშანთოვო და პასუხად ისმის : თუ არ უნდა გეამაყებოდეს გიჟი შვილი წუწუნს მაინც არ უნდა მოჰყვეო...

მეზობლებს ესმისთ. 
ჩუმად ხარ სამზარეულოში კომბოსტოს ჭრი და ცრემლებს დიდის ამბით აღვარღვარებ, თითქოს სხეულის ჭრი დაფაზე და არა ბოსტნეულს, საკუთარი ქმრის, რომელიც რომელიმე სანაგვეში ლპება...ხახვის დაჭრასაც ასეთივე ამბით აგრძელებ, ეს შვილი გიდევს უკვე დაფაზე, გაგიჟებული, დედის დამღუპველი და უმომავლო...უწარსულო.
ხარშავ, ხარშავ...მეორეს, უმცროსს, შენს სისხლსა და ხორცს, ქვაბში  ჭარხლის ფერი კი მის სისხლად გესახება...არა იმ ქალის სისხლად, რომელიც შესაწირი ცხვარივით დაიკლა საკუთარ საწოლში... მერე დედას მოაკითხა, სახეგაბრწყინებულმა და სადღაც წაიყვანა, აჩქარებდა, დრო არ იცდისო (თითქოს გვამისთვის მაინც და მაინც მანამ უნდა მიესწროთ, სანამ თბილი იყო...) რძალი გიშოვეო, თეთრია დედი მარმარილოსი გეგონება, საუკეთესო ოსტატის ხელებით თლილიო...ასე უღწერდა, უმაღლესი განათლება ხომ აქვს და ამას დამატებული მუსიკოსია, არც ოჯახურ საქმეს უკადრისობსო...მერე თვითონაც აღელდა ასეთი რძალი მართლა თუ მიშოვა არ გამეპაროს ის დალოცვილი, ვიჩქაროვო,  შვილის საძინებელში შესულს კი ყველა კიდური ერთბაშად წაერთვა, -ენაც და გულში იწყევლებოდა...თავის თავიდან დაწყებული ზიმბაბვის მოსახლეობით დამთავრებული ყველა დასწყევლა, ამ ბედკურლი სამყაროს  ყველა შვილი და მისი ძუძუები არავის დალოცვას არ აპირებდნენ ამავ დროს... ქალი ლამაზი იყო, ერთი კი-თვალები დაელმებოდა და პირთან შემხმარი სისხლი სულაც არ ამშვენებდა...
შვილი საკუთარი ხელით ჩააბარა სამართალდამცავებს, არც გაძალიანებიათ, ერთი იკითხა დედი რძალი მართლა მოგეწონა და ენა მაგიტომ ჩაგივარდა დანახვისთანავეო?...ან ის მითხარი თუ შენი მოსაწონი არაა და ახლავე მუხლებზე დაჩოქილ თამარ მეფეს მოგიყვან სარძლოდო...
სასამართლომ საგიჟეთში კი არა ციხეში გაგზავნა...შეგნებულად აკეთებს ყველაფერსო და საკანში მეწყვილეც შეგნებულად დაასაჭურისა შემდეგ, შემშურდა და იმიტომო ამბობდა...რომ გენახათ რამხელა ქონდაოოო!

გამწარებული დედა კი ბორშჩს ხარშავდა რათა შვილისთვის, რომელიც აუცილებლად თავზე დაამხობდა ცხელ წვნიანს ერთხელ კიდევ  შეეხედა აწყლიანებული თვალებით, ერთხელ კიდევ მიეტანა ათახთახებულ მკერდთან მჯიღი და ისედაც მლაშე ბორშჩში ჩაეფრქვია  არა ნაკლებ მდუღარე, სხეულიდან გამოწოვილი, შრატი...ცრემლები.

-რას ქვითინებ, რა გაქვს სამაგისოვო
ის კი  - რა დაგიშავა ბედკრულმა დედაშენმაო ეკითხებოდა დაჩოქილი,  ცოცხალი გვამი დედისა, უნებლიე მშობლისა...სხვა გზა, რომ არ ჰქონდა (როგორც თვითონ თვლიდა) და ოჯახი შექმნა, მერე გამოსავალს ვერ ხედავდა  თუ არ დაანგრევდა, გაპამპულებული, საცოდავი მსგავსება, უნიჭო განსახიერება მშობლისა და ქალისა...

მისი ქმარი ქალაქის გარეუბნებს მაინც აყრუებდა... ბოთლებს ვიბარებო!
არაფერსაც არ იბარებდა დიდი ხანია... თუ ბოთლი პირამდე სავსე არ იყო არყით, აი ამ ბოთლის ჩაბარებაზე მისი კუჭი უარს ვერ ამბობდა.

დედა ძირს დასხმულ წვნიანს ძველი კაბით წმენნდა.

უფროსი შვილი კარცერში კედლებს ხრავდა და გაიძახოდა ამას ხომ კურდღელი  ორ დღეში გამოუყვანს წირვას, მე კიდევ ისე მაქვს ალესილი კბილები საძირკველსაც გამოვთხრი, მიწაში ჩაგიტანთ ყველას ამ აყროლებული ციხის ნანგრევებიო.
კედელი იფხაჭნებოდა, კბილები ცვიოდა.
კედელი იდგა, ის კედელი იყო, ნამდვილი, ბეტონის და მასზე თავის მიხლა, ტვინის მისხმა და ამდგაგვარი რაღაცეები ვერ იმოქმედებდა, კედელს სისხლი არ დაამძიმებდა, ტვინის ნარჩენები არ დაალპობდა, ასე, რომ უკბილო ვასკამ როცა თავი გაიხეთქა და სული შემქმნელს მიაბარა- ციხის კედელი იდგა.

ის კი -შეშლილი, ზამბარებიან საწოლს შლიდა, საბანს ქექავდა და მატყლთან ერთად დაფრინავდა ჰაერში, გავარვარებულ ჭაღის ნათურებს  ბოლი ასდიოდათ, ის კი არ იძინებდა რადგან პაპამისი ესიზმრებოდა, სთხოვდა :რაც სიცოცხლეში საჭმელი მომაკლდა შენ ჭამე ჩემს ნაცვლადო, მე ბუნებით მუდამ ღორი ვიყავი და ამ არისტოკრატულმა, ვითომ კეთილშობილურმა გარეგნობამ, აწკეეპილმა ულვაშებმა არ მოგატყუოსო, ილიას დასაფლავების დღეს მე ტყეში მწვადს ვწვავდი და ისე გამოვტყვერი საკუთარ ნარწყევში ვტივტივებდიო... სთხოვდა რისი ჭამაც ვერ მოვასწარი შენ მომაწიეო...არა ის გიჟი არ იყო, ის უბრალოდ ზამბარებიან საწოლს აცამტვერებდა.

ასე იქნებოდა სანამ...
დედა დარდით არ მოკვდებოდა.
მერე მან სახლი გაყიდა, ჭკუაზე მოვიდა. ძმა ციხის მმართველობამ დაუკრძალა.
თვითონ ერთი პატარა \"მყუდრო\"  ქოხი იყიდა კიკეთის ტყეში...როგორც ყოველთვის ოცნებობდა.

რატომ მუცელში არ ამოგვხოცე დედი .
კარგია ამ სახლში სიმშვიდეა... ხანდახან მეზობლები რძეს მიკითხავენ...ბევრი მეზობელი არ მყავს, მოშორებით ცხოვრობენ.
დედი რატომ მამაჩვენს არ ჩააყრევინე ჩვენი თავი ხრამში.
მე კედლებზე მძინავს დედი და როგორც ყოველთვის მინდოდა უფანჯრო სახლში ვცხოვრობ.

ქალაქს კი ფენა ფენა ადევს ფაფუკი მტვერი, ცხოვრების დუღილისგან პირზე მომდგარი ქაფი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები