ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2009


თამაშობანა(ასეც იყო)

ორდროშობანა,შვიდქვაობანა

დაჭერობანა,დამალობანა,

რეზნობანა,მარკობანა..

-როგორ მეღლებოდა

ყველა კუნთი...

უი,დამავიწყდა წრეში ბურთი..

ცოტა მერე:-

მხედრიონობანა,

უშუქობანა,უწყლობანა,

უგაზობანა........

და არა:-საჭმელობანა,

სახლობანა ,დაბანობანა,

თოჯინობანა-(არ გვყავდა მაშინ)

უფრო მერე:-

ევროპელობანა,ჯინსობანა,

ქირურგობანა,(ჯვარი გწერიათ)

"სვეტსკო"ბანაც"ვაი ბავშობას!

ახლა:

დიდობანა,მობილურობანა,

ინტერნეტობანა,ონლაინობანა,

ლიდერობანა,გენდერულობანა

"აზულ-ობანა"-


და ასე შემდეგ...


რა შეიძლება მოვუყვეთ შვილებს?!


****ასე იყო დაა****




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები