ჩემს ზანგს დიდი ხელები აქვს, ძალიან დიდი, გრძელი თითები...თუმცა არა ფერმკრთალი, ის ხომ ზანგია.
ერთხელ დედა რკინის ჩიტს გაყვა, ფრთებს არ ამოძრავებდა ისე მიქროდა (დედა არა, ჩიტი, რკინის) ალბათ ეჩქარებოდა. მამამ მითხრა მალე მოვაო. მალე მე ვიცი მეზობელთან რომ გახვალ და დაიბარებ... მალე მე ვიცი სკოლაში დასვენებები მთავრდება. მალე მე ვიცი გათენება. რკინის ჩიტს გაყოლილი დედებს კი სიტყვა მალე- ეკარგებათ. მამამ მომატყუა. თუ შეგიმჩნევიათ დრო აუცილებლად გადის ხოლმე, საათი ვისაც არ აქვს ისინიც კი ამჩნევენ, აი მე მაგალითად საათი სულ სამჯერ მექნება ნანახი, მრგვალი და ისრებიანი, როგორსაც ყველა უყურებს. მე ის არ მჭირდება, უიმისოდაც გადის დრო, როცა საათს უყურებ ხედავ, რომ თურმე დრო არც ჩქარა გადის და არც ნელა, გამოზომილად წიკწიკებს, თუხთუხებს და გადმოდის ციფერბლატიდან. მე საათი არ მაქვს, ყველა დავამტვრიე. დრო აუცილებლად გადის, ჩემს მეზობელს ვენები თანდათან უფრო უშავდება...უკბილო პირი აქვს, ალბათ ის კბილებით ზომავს დროს, ხომ შეიძლება არა? აი მაგალითად თითო კბილის ჩამოვარდნას რამდენი წელი დასჭირდებოდა? სამი? მაშინ ის 96 წლის გამოდის ...ასე იქნება ზუსტად, "ზაპასში" ერთი- ორი კბილი ექნებოდა და ასამდე დაამრგვალებს წლოვანებას, მერე ალბათ მოკვდება, ასი ხომ ბევრია, რომ მიხვდება მაგას ალბათ ადგება და მოკვდება, აბა რას იზამს.
მე მეუბნებიან, რომ არ ვინერვიულო და ყველაფერი მოგვარდება. მე არ ვიცი რა უნდა მოგვარდეს. ნერვიულობაში კი ცუდი რა არის ვერც ეგ გამიგია, მე იდიოტი ვარ და ამის გამო მგონი ვარ ნერვიულობ. სიტყვა ნერვიულობა რომ გესმით რა წარმოგიდგებათ ხოლმე თვალწინ? მე მაგალითად უამრავი, ერთმანეთში აბურდული ძარღვი. ჩვენ ბევრი ძრღვი უნდა გვქონდეს შიგნით, მგონი დენი გადის, რადგან ისინი ელექტრო სადენებს გვანან. ნერვიულობისას იბურდებიან და მათი მოშლილი, მწყობრიდან გამოსული ენერგია სხეულში იფეთქებს, ამას ეძახიან მგონი, აი, ძაბვაა მაღალიო, დაბალიო, საშუალოაო...თუ ეგ წნევაა?
ჩემს ზანგს დიდი პირი აქვს და სამკაპა ენა, მგონი ვიღაცამ სახსოვრად დაუტოვა, რადგან ბევრს ლაპარაკობდა თურმე. მე როცა მისი ენა ვნახე, არ მომეწონა და გადავწყვიტე არ მელაპარაკა. თუ ბევრს ილაპარაკებ და ენას სამად გაგიყოფენ პირში, ცოტა ლაპარაკზე ალბათ ორად უწევს გაყოფა, ასე რომ ჯობს სულ გაჩუმდე. ჩემი ზანგი ენა ბლუა , რაღაცას მაინც თლიფინებს, თუმცა მე მირჩევნია მოკეტოს ხოლმე და დაუკრას, რადგან მას დიდი და ლამაზი ხელები აქვს, თუ ძალიან მომინდება , დაკვრას ვაწყვეტინებ და ნახევარ სახეს ხელის გულზე ვადებ, ეტევა.
იყო ერთი დღე, როცა მამა დერეფანში იდგა, მე ძალიან შემეშინდა რადგან ასეთი პატარა მამა აქამდე არ მენახა. ჩვენთან წვერებიანი კაცი დადიოდა და მამას ეუბნებოდა ვიზიარებო. ერთხელ უთხრა, სიგიჟის ზღვარზეაო პატარა. პატარა ჩემს გარდა სახლში არავინაა, მართალია თევზი -კაკტუსი უფრო პატარაა...ჰო შეიძლება მასზე თქვა, მაგრამ არა, რომ დავეტოლე მე თევზზე პატარა ვარ. მე არ ვიცი რა არის სიგიჟის ზღვარი, მაგრამ თუ მართლა მანდ ვარ, უნდა ვთქვა, რომ ცუდი არ ყოფილა, ეგაა ცოტა გული მერევა ხოლმე.
აი ასეთი და კიდევ ცოტა უფრო მარტივია სამყარო... როცა ჩემნაირი იდიოტი ხარ. გამარჯობა.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
17. აუ ეს აღარც მახსოვდა
მადლობა ნატალი აუ ეს აღარც მახსოვდა
მადლობა ნატალი
16. "შენ გიჯი ხარ , მაგრამ ღირსი უფრო მეტად გაგიჟდე "
დემეტრიუს ! ( თუ სწორად მახსოვს )
გაგიმარჯოს :) ჩემს თევზსაც კაქტუსი ქვია სხვათა შორის !
ჰო იყო აქ კიდევ რამდენიმე მსგავსება ჩვენ შორის :)
მაგ :
"ჩვენთან წვერებიანი კაცი დადიოდა" ჩვენთანაც , მერე ინკასატორი შეცვალეს უბრალოდ :)
და კიდევ , კიდევ მოკლედ :)
მოკლედ + "შენ გიჯი ხარ , მაგრამ ღირსი უფრო მეტად გაგიჟდე "
დემეტრიუს ! ( თუ სწორად მახსოვს )
გაგიმარჯოს :) ჩემს თევზსაც კაქტუსი ქვია სხვათა შორის !
ჰო იყო აქ კიდევ რამდენიმე მსგავსება ჩვენ შორის :)
მაგ :
"ჩვენთან წვერებიანი კაცი დადიოდა" ჩვენთანაც , მერე ინკასატორი შეცვალეს უბრალოდ :)
და კიდევ , კიდევ მოკლედ :)
მოკლედ +
15. being an idiot is not a box of chocolates - gump being an idiot is not a box of chocolates - gump
14. აი ასეთი და კიდევ ცოტა უფრო მარტივია სამყარო... როცა ჩემნაირი იდიოტი ხარ. :)
მომწონს. აი ასეთი და კიდევ ცოტა უფრო მარტივია სამყარო... როცა ჩემნაირი იდიოტი ხარ. :)
მომწონს.
12. ძალიან მომეწონა.. მაგარია ძალიან მომეწონა.. მაგარია
11. მშვენიერია...555555555 მე მგონი შენ კიდევ ჩემი მიგნება ხარ...აქამდე არ წამიკითხია შენები...დანარჩენებსაც წავიკითხავ... მშვენიერია...555555555 მე მგონი შენ კიდევ ჩემი მიგნება ხარ...აქამდე არ წამიკითხია შენები...დანარჩენებსაც წავიკითხავ...
10. ახლა ამაზე ნუ იჩხუბებთ, რომელი უფრო იდიოტი ხართ! :))
კარგია, მომეწონა! 5 ახლა ამაზე ნუ იჩხუბებთ, რომელი უფრო იდიოტი ხართ! :))
კარგია, მომეწონა! 5
9. კაია, :) მომეწონა ფრიად კაია, :) მომეწონა ფრიად
7. ძალიან კარგია! ძალიან კარგია!
6. სიტყვა ნერვიულობა რომ გესმით რა წარმოგიდგებათ ხოლმე თვალწინ? მე მაგალითად უამრავი, ერთმანეთში აბურდული ძარღვი. ჩვენ ბევრი ძრღვი უნდა გვქონდეს შიგნით, მგონი დენი გადის, რადგან ისინი ელექტრო სადენებს გვანან. ნერვიულობისას იბურდებიან და მათი მოშლილი, მწყობრიდან გამოსული ენერგია სხეულში იფეთქებს, ამას ეძახიან მგონი, აი, ძაბვაა მაღალიო, დაბალიო, საშუალოაო...თუ ეგ წნევაა?
მე არ ვიცი რა არის სიგიჟის ზღვარი...
მომეწონა.... სიტყვა ნერვიულობა რომ გესმით რა წარმოგიდგებათ ხოლმე თვალწინ? მე მაგალითად უამრავი, ერთმანეთში აბურდული ძარღვი. ჩვენ ბევრი ძრღვი უნდა გვქონდეს შიგნით, მგონი დენი გადის, რადგან ისინი ელექტრო სადენებს გვანან. ნერვიულობისას იბურდებიან და მათი მოშლილი, მწყობრიდან გამოსული ენერგია სხეულში იფეთქებს, ამას ეძახიან მგონი, აი, ძაბვაა მაღალიო, დაბალიო, საშუალოაო...თუ ეგ წნევაა?
მე არ ვიცი რა არის სიგიჟის ზღვარი...
მომეწონა....
5. კარგი "იდიოტი" ხარ შენ .. კარგი "იდიოტი" ხარ შენ ..
4. дождливый ты воробей
ზვუჩიტ კაკ ნადა :) < მადლობა ამ ფრაზისთვის (შრიფტი ნწუ შეიმჩნიოთ :-D )
***
ეს ღიმილები რა მრავლისმეტყველია ღმერთმანი :)....
*** მადლობა дождливый ты воробей
ზვუჩიტ კაკ ნადა :) < მადლობა ამ ფრაზისთვის (შრიფტი ნწუ შეიმჩნიოთ :-D )
***
ეს ღიმილები რა მრავლისმეტყველია ღმერთმანი :)....
*** მადლობა
3. მე არ ვიცი რა არის სიგიჟის ზღვარი, მაგრამ თუ მართლა მანდ ვარ, უნდა ვთქვა, რომ ცუდი არ ყოფილა, ეგაა ცოტა გული მერევა ხოლმე.
აი ასეთი და კიდევ ცოტა უფრო მარტივია სამყარო... როცა ჩემნაირი იდიოტი ხარ.
дождливый ты воробей :) მე არ ვიცი რა არის სიგიჟის ზღვარი, მაგრამ თუ მართლა მანდ ვარ, უნდა ვთქვა, რომ ცუდი არ ყოფილა, ეგაა ცოტა გული მერევა ხოლმე.
აი ასეთი და კიდევ ცოტა უფრო მარტივია სამყარო... როცა ჩემნაირი იდიოტი ხარ.
дождливый ты воробей :)
1. გაგიღიმე :-) გაგიღიმე :-)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|