ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2009


ქვაშვეთთან ჩავლისას...

ნამეტი  სონეტი
პოემიდან  ,,ურჩხულის  აგონია"


ქვაშვეთთან  აწ  გინდ  მირიადგზის  ჩამოიარე...
იმ  ცადგაფრენილ  გოგო-ბიჭებს 
აქ  ვერ  მოძებნი...
ოდენ  საკმევლის  სურნელი  და 
სული  ტრიალებს
დაწამლული  და 
დაჩეხილი 
ანგელოზების!..

და  აწ  უსასოდ
ოდენ  ნაშთსღა  დავაწიალებ
იმ  არშემდგარი  საქართველოს
ბედზე  ოცნების..
ქვაშვეთთან 
ოდენ  მოწამეთა  სული  ტრიალებს
ბედკრულ  სამშობლოს  შეწირული
ანგელოზების...

ათასში  ერთხელ  -
მინავლული  რწმენა  იალებს
იმ  ერთადერთი 
სანატრელი
წამის  მოსწრების,
რისთვისაც  ხარბად  დაეწაფნენ 
შხამის  ფიალებს
აქ -  ჟ ა მ ს  ლ ო ც ვ ი ს ა ს
დაჩეხილი  ანგელოზების...

ამაოდ, 
კვლავაც
პირშეუკრავს 
ვწამლობ  იარებს...
კვლავაც  ღვთით  ველი
წამს  ამ  ზეცის  გასხივოსნების
და  ნიადაგ  ვგრძნობ,
ქვაშვეთს  თავზე  ვით  დასტრიალებს
სული  - 
ლოცვისას  დახოცილი  ანგელოზების...

ყოვლისმხედო  და  ყოვლისშემძლევ! -
შენ  გვაზიარე,
იმ  წამს  -
სანატრელს -
შენგანვე  რომ  დაილოცების!!!


აპრილი,  2009 წ.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები