ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: თარგმანი
12 ნოემბერი, 2009


იმპროვიზაციები ფრანსუა ვიიონის თემაზე

  ცაზე თითო ვარსკვლავი ვიცი როდის ინთება,
  ჩემს ფანჯრებქვეშ გამვლელს კი ვერაფრით ვიმახსოვრებ.
  ჩემი ყოფნა-არყოფნა არის მხოლოდ ღვთის ნება,
  სამოთხის კარს ადვილად ღმერთი უღებს მათხოვრებს.
  მე არ მჯერა დოგმების, არც უზნეო მორალის,
  მხოლოდ სასწაულია, რისიცა მწამს ნიადაგ.
  ყურს ჩამესმის დღედაღამ ურწმუნოთა ქორალი -
  სასწაულს შენს საკანში რატომ დააგვიანდა...
  ცივ ზამთარში გაფურჩქვნილ ვარდებს ვხედავ, უჭკნობებს,
  ისე მათბობს ყინული, თითქოს ვიჯდე ბუხართან.
  ჩემზე რას არ ამბობენ, დაუჯერეთ ურცხვ ჭორებს,
  იცის, როგორ მოიქცეს, ვისაც მართლა ვუყვარვარ...
  ველი, ველი ყოველდღე, მაგრამ არ ველოდები,
  დღე - ძილისად მითქვამს და ღამე - ღვინის მორევად.
  მინდა ჩემს ვირს დაჰკიდონ მთლად ჩემ სიგრძე ორდენი,
  რომ სჯობს ერთად აღებულს ყველა კარის მომღერალს.
  ყველასგან მიღებული, განდევნილი ყველასგან
  უტკბილეს სამოთხიდან ჯოჯოხეთში მივდივარ,
  სიკვდილის წინ მინდოდა ჩემი თვალით მენახა,
  ეს ცრუ ამაოება ფეხზე როგორ მკიდია.
  ნათელი დღის რა გითხრათ, უფრო მჯერა ნისლისა,
  ყრუ-მუნჯს ესმის ჩემი ხმაც და კეთილი ზრახვებიც.
  ცრემლის ველზე დამეძებს ერთადერთი ის, ვისაც
  სახრჩომელის სარკმლიდან ბოლოს დავენახვები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები