ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: იუმორისტული
10 აგვისტო, 2009


ლოსტი ანუ...

 
  ვეწევი ქემელს, ორკუზიანს,
  ეს ვადაგასული "ხრუშჩოვკა" ჩემი კორპუსია.
  დავდივარ "შესტით", დანჯღრეულით,
  კარტოფილს იაფად ვყიდულობ მხოლოდ მარნეულში.
  ვარ ორმოცის და უკვე დინოზავრი,
  ვაკანტურ ადგილებზე "სივებს" მაინც ვგზავნი.
  ვერაფრით შევეგუე გოიმ-ფართებს,
  სსრკ-ში დაბადების გამო სულ თავს ვიმართლებ.
  თურმე, საჭირო დროს ვერ ჩავსახულვარ,
  დაბადების თარიღთან ტირე - ვითვლები დამარხულად...     



   

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები