ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
10 აგვისტო, 2009


***



***
ჩვილმა დაიძინა.დადუმდა დედა
და სახლში ვარსკვლავების
სიჩუმე შემოვიდა,
ვით ღმერთის გალობა...

***
სიყვარულის წიგნის ფურცლებივით
ანათებენ შენი ხელები...

***
ყოველი ლექსით ისე ხარობდა,
როგორც დედამიწა
ახალი ბილიკით...

***
და კრაზანებმა მაშინ გაწირეს,
ნისლზე ამოზრდილი ყვავილიდან
თაფლის წვეთი რომ ჩამოიტანა.

***
კოშკის ჩრდილისთვის
რომ არ დაებიჯა,
უფსკრულის ნაპირზე გაიარა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები