ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2009


ბავშვებისა და უფლისა


/ცადსაფრენი  წერილებიდან/


ხან  თუ  პულსი  ცემს
გასაგლეჯი  გულის  გარეშე,
ხან  სულიც 
სუნთქვას
ლამის  არის 
ამოვაყოლო ...
ამ  დროს  ჩემს  ბავშვებს,
ისე,  ვით  მხსნელ
ჟანგბადის  ბალიშს,
ზემადლიერი  მზერითა  და
ნდობით  შევყურებ...

მე  ვიცი -
ერთხელ 
უსიკვდილოდ  უნდა  ავიშვა
და  შევაწვა  და 
შევაფერფლო
სული  ც ა ნ ა თ ე ლ ს !..
შენ  მიმიხედო  უნდა,  ღმერთო,
მერე  ამ  ბავშვებს
ჩემი  აქამდის  მოღწევის  და
სუნთქვის  გ ა რ ა ნ ტ ე ბ ს !...

მახლას!..
დღითი-დღე
ძნელდება  და 
რთულდება  ყოფა!..
სულ  უფრო  ურევს  გულის  რიტმიც,
მაჯაც  ფაფხურობს...
რა  ახლოს  მესმის
ცოფიანი  ცერბერის  ყეფაც...
რა  შორს  ფარფატებს
დაზაფრულის
ფერფლი ზაფხულის!.. 

რამდენ  ფიქრსა  და  ოცნებას  კი
აწ  უკვე  ყოფილს,
ღამის  სუდარის  ძონძ-ნაფლეთებს
ფრთხილად  ვახურავ...

                        10.  08.  2009  წ.ქ.შ.
                        05  00  სთ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები