ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეკერა
ჟანრი: პოეზია
11 აგვისტო, 2009


სილა-განწყობა

თითქოს ტუჩებზე მოქნეულ ხელით
გაწნული სილით, მომლაშო გემო
ვიგრძენი, ისე მეტკინა ერთი,
ერთი სიცრუეც, და შენგან, ჩემო.

არა ვარ ფრესკა, ვით ქანდაკებას,
შემომიარე ყოველი მხრიდან,
და თუ შემამჩნევ, რომ მიძნელდება,
ტანჯვის საპალნე მომხსენი მხრიდან...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები