ნაწარმოებები



ავტორი: დრო მოვიდა
ჟანრი: პროზა
12 აგვისტო, 2009


შეხვედრა ედემის ბაღში ახალ დაქალებთან!(პირველი ნაწილი)

-ასეთი ვიყავი:ჭკვიანი,მხიარული,თავდაჯერებული და ენაწყლიანი..
საკუთარი ცხვირის იქით ხშირად ვერაფერს ვხედავდი,ჰო,ჩემი ფეხსაცმლის ცხვირს ვხედავდი კიდევ ქუჩაში რომ დავდიოდი მეტს ვერაფერს...კი!ღმერთს ვხედავდი ვითომ-ვითომ,ვიცოდი რომ უნდა შემშინებოდა მისი და მეშინოდა,ადამიანები მცემდნენ პატივს რადგან მე ღმერთის მეშინოდა,მათ არ ეშინოდათ ჩემი.
შვილემა დედა დამარქვეს,ჯერ გოგომ,მერე ვაჟმა...მე დედამ კატო დამარქვა...
კატო ვიყავი,ჭკვიანი,თავდაჯერებლი,მეგობარი რომ მეტყოდა-მიყვარხარო,მჯეროდა მისი,მე არასდროს მითქვამს,-იცოდნენ მაინც!
იცით გოგოებო როგორი ვიყავი?კატო მერქვა და ყავა და ლუდი ერთად მიყვარდა,ამბობდნენ-არ უხდებაო ერთმანეთს,რა მექნა მე თუ ვუხდენდი..
მარტოობა მიყვარდა,წერა ათას სისულელეზე და არასისულელეზეც,ტატა მიყვარდა,ამოჩემებული ბარის ამოჩემებული ფეხმძიმე მიმტანი,ყოველთვის სხვას ვეძახდი ტატა რომ არ შემეწუხებინა,მაგრმ ჩემთან მხოლოდ ის მოდიოდა,ვუყვარდი ვგრძნობდი.
იცით გოგოებო,-ფართები მიყვარდა და მოწყობაც მათი,თქვენ თუ გიყვართ ფართები,მომანდეთ მაშინ-"ადამ-ფართი" "ევა-ფართი"თუ გნებავთ "სიყვარულ-ფართი",მაგრამ აქ რომ ვერ ვხედავ ჩემს შეყვარებულს?
ვაა,"სევდა-ფართი"დამავიწყდა,რომელსაც ყოველთვის მოწმეების გარეშე ვაწყობდი..
ეკა მიყვარდა,ნაღდად მიყვარდა და უნაღდესად კიდევ,სულით, გულით,ქუსლით ,ტერფით,თვალებით და ყველა"ფრით"მიყვარდა ეკა,მეშინოდა კიდეც მისი,უფრო მისი დაკარგვის,საუკეთესო მეგობრის რიდი მქონდა დიდი,თქვენ რომელს გქვიათ ეკა გოგონებო?
ჩემს "სევდა-ფართის"ჩემს კატოსთან ერთად ვაწყობდი,მხოლოდ დედა მეძახდა კატოს და მამაც რომელიც კარგად არც მახსოვს!
ასეთი ვიყავი:ჭკვიანი,მხიარული თავდაჯერებული და ენაწყლიანი,სევდიანიც"ხოლმე და ხოლმე"როგორც ამას ჩემი შვილი ამბობდა.
ყავა და ლუდი ერთად მიყვარდა(არ უხდებაო ერთმანეთს)და ორივეს თუ სიგარეტი უხდებოდა რა მექნა ისიც რომ მიყვარდა ძალიან?
მაინც მოვხვდი ამ ედემში თქვენთან,ხდავთ გოგოებო?ქარგვა მიყვარდა და ახლა თქვენთან ერთად მოვქარგავ ამ სილამაზეს...
სიგიჟეც მიყვარდა,მაგრამ მე ხომ ღმერთის მეშინოდა,ვერ ვგიჟობდი ამიტომ.სიცილი მიყვარდა და ნოდარ დუმბაძე  მისი დაუსრულებელი "ბუხარი"-თ ,იმედია შემხვდება აქ სადმე და მკითხავს-"რა გქვიათ ქალიშვილო?"....





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები