ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2009


ხილვა: ტერენტის ლანდი თავისივე ნასაფლავარზე

დიდი  დიღმიდან,  გოდეძი  ჩოხელის  ბინიდან, 
ნაშუაღამევს, 
პეტრე-პავლეს  სასაფლაომდე  ფეხით  წამოსულნი,
გამთენიისას  დიდხანს  და  ამაოდ  ვეძებდით
ტერენტი  გრანელის  ყოფილ  საფლავს
მე  და  სიმონ  ბალახაძე...



გარს  ნისლიანი  იწვა  რიჟრაჟი,
ჩემს  ტკივილსაც  რომ  ედო  სალბუნად...
და  იყო  რაღაც  ამ  დანისვლაში,
მწუხარე  ლანდი  რომ  დააბრუნა...

ვგრძნობდი  იდუმალ  გულაძგერებას
და  სიმსუბუქეს  მაღალ  მაღლობთა...
და  იმის  შემდეგ,  დღეს  იწერება,
რაც  ჩემს  ხსოვნაში  უხმოდ  სახლობდა:

-  ახლოს  წყდებოდა  გზა  სიბერემდის,
მეწამულ  ალში,  მზის,  ამომავლის...
შუქნისლს  კი  ლანდი  ადგა  ტერენტის,
ვით  ანარეკლი  ჩემი  მომავლის...


                                            1995 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები