ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2009


მიგნება

მას აშინებენ ღრუბლები
და ურეკავს დედას
რომელიც ლანძღავს...
მერე ხვდება,
რომ ყველა ფოთოლი ნიშნავს მომავალს
სადაც ის ხმება
ყოველი ჩანსუთქვა კი-
აშორებს წარსულს
რომელიც ქრება...
ხალხი კი უყვირის ბავშვს და
არ სტკივა ყელი
ბავშვის ელამ თვალებს
აღარც ექნებათ ფერი-
სანამ ღრუბლები შეაშინებენ
სანამ ბანვის  დროს
ცის ბასრ ნაჭერზე
გულს აიტყავებს...
და  შეშინებულ სახეებში
გაარჩევს დედას... რომელიც ლანძღავს.
მერე მიხვდება, რომ
მარტივია და შეგროვებს ქვებს
ან შეჭამს ლიმონს
ან დაიწყებს ჩიტების ხატვას
ანდა უბრალოდ ადგება და
ისწავლის ღიმილს....
ალილუია.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები