ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა_ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2009


* * * (ზღვა მზეს სისხლისფრად შეუღებავს...)

ზღვა მზეს სისხლისფრად შეუღებავს და
ღამის ფერს ადებს
სიბნელე თეთრ ქვას...
არ დამეკარგე
არასდროს იქნებ,
რომ თუნდაც ერთხელ "მიყვარხარ" მეთქვა.

დაგამსხვრევ ჩემს კერპს,
აგებულს ფიქრით,
ღამეს თვალებში გაათევს სევდა,
მე თუ ტკივილი
ვისწავლე შენით,
შენ  სიყვარული ისწავლე ჩემგან.

ლიკა ოხანაშვილი
23.08.2009


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  მე-კალ-მე ვულოცავთ დაბადების დღეს