ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იმო ჯახუანი
ჟანრი: პოეზია
24 აგვისტო, 2009


იმ მარტის წვიმისა და მზისა


/ორგზის  ნაკლული  ორკეცი  სონეტი/
წიგნიდან  ,, სიყვარულის  საუკუნე ‘’


გახსოვს  ის  მარტი  -
    დიდხანს  რომ  წვიმდა ?..
მზე?  -  რომ  გამოჩნდი
      და  გამობრწყინდა!..
ის  ღრუბლის  ფთილაც  -
    რომ  გაქრა  ციდან ?..
ის  სხივი ?..  –
    წამწამთ  რომ  გიკოცნიდა...
და  ის  ცაც  -  იმ  დღეს 
    სხვა  შუქს  რომ  ღვრიდა ?!.

იმ  დღეს  ფრთებს
    თუ  რა  ოცნება  შლიდა,
გულს  ჯერგანუცდელ 
    ჟრჟოლას  რომ  ჰგვრიდა,
ვით  მოიგონოს 
    ამ  გულმა  მშვიდად,
ყველა  წამი  რომ
    ახსოვს  იმ  დღიდან?!.

სიცოცხლე  -  თუნდაც
    იმ  დღისთვის  ღირდა!..

თუმც  ვიცი,
  მაშინ  ვერ  გრძნობდი  შენც  კი,
რა  ცეცხლის  ალიც 
  მწვავდა  და  მშლიდა...
მაგრამ
    რასაც  დროც  ვერ  შლის  და  ვერ  ცვლის,
ეს  გული 
    დღემდე  ინახავს  წმინდად...

და  დღემდე  ვერ  ძგერს
    ეს  გულიც  მშვიდად...
და  დღესაც  იმ  დღის
    იმ  ციაგს  ნატრობს
და  შენს  თვალებშიც 
      ციმციმს  იმ  სხივთა
და  რომ  -
      კვლავ  ის  მზე  დაადგეს  ტატნობს,
იმ  წვიმის  შემდეგ 
      რომ  გამობრწყინდა

იმ  დღეს  -
      რომელიც  სიცოცხლედ  ღირდა!..


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები