-ეს ლაქები ჭკუიდან შემშლის... -მმმ...ჰო რავიცი-სულელურად გავიღიმე-დაბრძანდით... -აჰ, ვიცი თქვენ ვერ ამჩნევთ ლაქებს, ვერც თქვენ... -მართალია, ვერავითარ ლაქებს ვერ ვამჩნევ-ვთქვი და მკერდზე დავიხედე-და საერთოდ რას გულისხმობთ? -აჰ არა...თქვენს ტანსაცმელს არა-ჩამოჯდა -მაშ იქნებ უფრო კონკრეტულად?..მეე.. -აჰ არა, არც თქვენს გაცნობას ვცდილობ. რა მშვენიერი დილაა არა?-იცინოდა, ხმამაღლა, უხეშად, ბოლოს ხველა აუვარდა...მე ვერაფერ სასაცილოს ვერ ვხედავდი... -მაშ...რა ლაქები?!-შევეკითხე -ლაქევბი ყველგანაა-ხმაურით ამოისუნთქა. -... -ხანდახან მგონია ეპიდემია მოედო ყველას...ასეთი დაავადება თუ არსებობდა , არც კი ვიცოდი მაგრამ ბოლოს მივხვდი! ისე თქვენ ჯერ არ მეჩვენებით დალაქავებული....ნუ რაღა თქმა უნდა , არ ვიცი ტანსაცმლის ქვეშ რა მდგომარეობაა, მაგრამ სახეზე არაფერი გაქვთ, არც თითებზე, ჰმ ლამაზი თითებია, უკრავთ?-ისევ სიცილი აუტყდა. -მე, მე დიახ, მოყვარული ვარ-სულეელივით გავუღიმე, სიტუაციას შეეფერებოდა. -მშვენიერია! იცით, გუშინ პირველი ლაქა აღმოვაჩინე საკუთარ სხეულზე-ჩურჩულზე გადავიდა. მარცხენა თვალის ქუთუთო თითით ჩამოსწია, სახესთან მომიტანა და დიდი ენთუზიაზმით წარმოთქვა-აი! გამეცინა, ჩვეულებრივი თვალი იყო...შევნიშნე კი-მაკიაჟი არ ქონდა, ფრჩხილებზე აქა-იქ გადაქერცლოდა შვინდისფერი ლაქი. თვალი ავარიდე. ისევ სიცილი დაიწყო და მითხრა: -საშინელი ფორმის ლაქაა ხომ?... სარკეში დავინაზე...როცა სახეს ვიბანდი... გავტეხე ის სარკე...გადავწყვიტე აღარასდოს გამოვიყენო ნივთები, რომელიც ამირეკლავს, ეგ კი არა ხალხსაც აღარ ჩავხედავ თვალებში... ერთმა პოეტმა იცით რა თქვა ? -ცხვირი მოიწმინდა ხმაურით -მან თქვა : "ჩემი თვალები სარკეა, შიგ ყველა თავის თავს ხედავს და უბღვერს" ...და თუ იცით რატომ? ლაქებს ხედავენ...ერთმანეთის თვალებში...საკუთარი სულის ლაქებს -გამიღიმა...-ჰოდა გირჩევთ მაინც და მაინც ხშირად ნუ ჩაიხედავთ სარკეში...წყლის სმის დროსაც წყალს საშიშ სისველეს ნუ ჩააცქერდებით... თავი დავუქნიე, არ ვიცი რატომ. იმ წუთში ვინანე, რადგან მაშინვე თვალები აუწყლიანდა და უხმო ტირილი მორთო. დავიბენი. არანორმალურებთან ურთიერთობის პრაქტიკა ნამდვილად მაკლდა. მერე პალტოს ჯიბიდან პარკი ამოვიღე. საჭმელი მტრედებისთვის. უხერხულობამ გაიფართხალა და მაშინვე გაქრა. ქალმა სიხარულისგან შეჰყვირა და მეც შევკრთი. -აი! -უკვე თითქმის ღრიალებდა-მივხვდი, აი რატომ არ გაქვთ ლაქები...აი ჯერ კიდევ რატომ არ გაქვთ... რა მშვენიერია, მტრედებს აჭამეთ, მე გვერდით გავალ და გიყურებთ, არ მინდა შეგიშალოთ. იდგა მიყურებდა...უყურებდა ჩემს ყიველდღიურობას, ჩემს ერთ-ერთ დილას, თითქოს არაფრით განსხვავებულს წინამორბედებისა და მომავალი დილებისგან...როგორც ყოველთვის ვიჯექი და სამსახურში წასვლამდე მტრედებს ვაჭმევდი. უცხო ქალაქში დამჩემდა ეს ჩვეულება, რადგან თავს მარტო ვგრძნობდი ახალი ჩამოსული და... დილით მტრედების წინაშე რამდენიც მინდოდა იმდენი შემეძლო მეწუწუნა...ისინი კი გამმძღები და მადლიერები ღუღუნებდნენ...ისინი მისმენდნენ. თავიდან მეგონა ქალმა ლაპარაკი ჩემთან გასაცნობად წამოიწყო...უსაქმურად მივიღე...მერე კი. -გიყვართ ლიმონი?-მკითხა -მე...არ ვიცი, ისა...კარგი სუნი აქვს-წამოვიძახე აღფრთოვანებულმა იმით, რომ ამ მოულოდნელ კითხვაზე რაღაც პასუხის გაცემა მაინც შევძელი -მწვანე ჩაი?... მე ძალიან მიყვარს... ერთ დროს ლიმნის ხე მქონდა, დიახ-გაიღიმა, ზედ არ მიყურებდა, თავისთვის ღუღუნებდა ისიც...მტრედივით.-მერე გახმა. მე ძალიან მინდა მწვანე ჩაი ლიმნით. ახლა წავალ და დავლევ. იმ დღეს უამრავი საქმე მქონდა და საერთოდაც დამაგვიანდა მასთან ლაპარაკში , მაგრამ აი რა ვქენი. თავი დავიპატიჟე...ვუთხარი, რომ დიდი სიამოვნებით დავლევდი მეც...ტუჩები უხერხულად მოღრიცა და კარგიო, მითხრა ციოდა. გზაში, სიარულის დროს უკეთესად დავაკვირდეი, მის გამოხუნებულ მწვანე, უგემოვნო კაბას კოჭებამდე...წითელ ბერეტსა და კაშნეს და შემებრალა...თუმცა ახლა ვხვდები სამაგისო არ სჭირდა არაფერი...პირიქით ებრალებოდა, ყველა გარშემო ...ჭუჭყით გაჟღენთილი ყოველი სული. ჩვენ, ადამიანები, რომელთაც გგვგონია, რომ მართლა რაღაც მიზანი აქვს ჩვენს უბადრუკ არსებობას...ისიც კი არ შეგვიძლია სიზმრებისთვის სცენარი დავიწეროთ...თევზს კაკტუსი დავარქვათ, რადგან თევზს დეპრესია დაემართება...ისიც არ შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ არაფერი შეგვიძლია... აღმოჩნდა რომ მას არც ჩაი ჰქონდა სახლში და არც ლიმონი...ვიყიდე მე. უბადრუკ გარეუბანში ცხოვრობდა, არც კი მეგობნა ამ ქვეყანაშიც თუ ცხოვრობდა ხალხი ასე...ჩემს წინ წარსული იყო, ჩემი...ის რასაც გამოვექეცი და ახლა ცხვირ წინ მაწანწალა ძაღლივით ამეტუზა ...უკან რომ დამყვებოდა გაქცევის დღიდან და ბოლოს და ბოლოს გაბედა და დამენახა. სახლში არ შემიყვანა. ბაღში დარჩიო მითხრა. ბაღი კი არა რუხი კორპუსების და სიმყრალის სამფლობელო იყო. სანამ ველოდებოდი, მართლაც მეჩვენებოდა, რომ მზეც ერთი დიდი ლაქა იყო, რომელიც თავისი სხივების მეშვეობით ავრცელებს ჭუჭყის ეპიდემიას. ძველი დამტვრეული, გაურკვეველი, "ქვის ხანის" დროინდელი მანქანა იდგა კორპუსის წინ.რატომღაც საქარე მინა შერჩენოდა. მე შიგ ჩავიხედე. ველოდი...მართლა ველოდი, რომ სარკეში შავ ლაქას დავინახავდი და მუშტიც კი შევმრათე მის ჩასამტვრევად, მაგრამ მე ვიყავი...თვალებჩაწითლებული და მობუზული...ულაქებო. სადარბაზოდან გამოვიდა, ხელში ორი ჭიქა ეჭირა. ჩაით სავსე. ერთი გაბზარული იყო. პირი დავხურე. გამიღიმა. წავიდეთო, მითხრა...აქ ცუდი ჰაერია და მაინც და მაინც ღრმად ნუ ისუნთქებთო. მართლაც ყარდა...ჰაერი ყარდა. სად გავატარე ის დღე? მერე ღამე? წარმოდგენა არ მაქვს, ერთი ვიიცი, რომ ის ჩემს გვერდით მოტიტინებდა, მოაფრიალებდა წითელ კაშნეს, შიგადაშიგ ბერეტს ისწორებდა და ჩაის ჭიქას ჩაბღუჯავდა ისევ...ხნადახან ბარდიურზე ჩამოვსხდებოდით. ლაპარაკობდა...მეც არ ვიცი რაზე , ვერ დავარქმევ სახელს...მითხრა, რომ თურმე კიბეების ეშინია... სარკეები შეზიზღდა...მითხრა, რომ მე მოვწონვარ, რადგან ჩემს ნაყიდ ლიმონს სისუფ თავის გემო აქვს და რომ მე არ ვარსებობ და მხოლოდ მისი ფანტაზია ვარ, ჰოდა თუ მოუნდება გავქრები. იცინოდა განუწყვეტლივ და ერთი-ორჯერ ლამის ხველით დაიხრჩო. ღამით სკვერში დავჯექით, რომელიღაც ჩემთვის უცნობ უბანში...მე ჩამეძინა, მის ლაპარაკში. სწორედ მაშინ, როცა მიყვებოდა სურათის ჩარჩოზე, რომელიც თურმე ბავშვობაში მეზობელს მოპარა...მერე არ მახსოვს....რომ გავიღვიძე აღარ იყო. ერთი ცაის ჭიქა სკამზე იდო. დამიტოვა. საშინელ დაღლილობას ვგრძნობდი, ეს ყველაფერი მაინც და მაინც არ გავდა სინამდვილეს და მარტო ის მინდოდა სახლში მივსულიყავი...ტაქსის საეჭვო გარეგნობის მძღოლს საეჭვო ფასად შევუთანხმდი და წავედი...რას ვჩიოდი. ერთი კვირა არ გამოჩენილა დილაობით ბაღში მე ისევ ვაჭმევდი მტრედებს. მერვე დღეს გადავწყვიტე მენახა...არ ვიცი რა მინდოდა მისგან...უბრალოდ უცბად მის კორპუსთან აღმოვჩნდი...დაბლავე მეცა სახეში საშინელი სიმყრალე, იმაზე საზიზღარი ვიდრე პირველი მოსვლის დროს იყო... ვიღაც დედაბერს შევეფეთე, საერთული არ ვიცოდი და მას ვკითხე...გარეგნულად ავუღწერე ჩემი ნაცნობი...შეიშმუშნა...გამომყვა განახებო...სიმყრალე თანდათან მატულობდა...მერვე სართულზე სუნთქვა შეუძლებელი გახდა და ჩვენ მისი სახლის წინ გავჩერდით...სუნი იქიდან გამოდიოდა. დედაბერი გაბრუნებას აპირებდა, გავაჩერე. კარებზე დაკაკუნება არც მიფიქრია, რატომღაც შევამტვრიე, უბადრული ხის კარი იყო, ძველი საკეტით...სახეზე პალტო ავიფარე, რომ მესუნთქა...დედაბერს არც შესტყობია თუ გრძნობდა რამეს. ერთდერთი ოთახი, უმინო კარი შევაღე. გახრწნილი, დამპალი გვამი აგდო იატაკზე...გვერდით ჩამსხვეული სარკე.... ნახევრად ხორცშემოჭმულ ხელში ნატეხი ეკავა. ეს ის სარკეა...პირველი ლაქა, აქ დაინახა. -ვიფიქრე-ქალი სეიშმუშნა. სახელოზე მომქაჩა გავიდეთო, გზაში ფეხი რაღაცას წამოვდე, გაჭრილი ლიმონი იყო, დაობებული, ძირს ეგდო... ჩემი ნაყიდი.
გამოვედით თუ არა ვუღრიალე: -ნუთუ ვერაფერი შენიშნეთ? ყარს! ვერ გრძნობთ? ამდენი ხანი გარეთ რომ არ გამოსულა, ვერ მოისზარეთ, რამე რომ მოხდებოდა?-ცოფებს ვყრიდი და ვიფურთხეობი რამდენადაც მახსოვს ქალს წარბიც არ შეუხრია -სდეს ვსეგდა ვანიაეტ მალადოი ჩელავეკ, ატ კუდა მი მაგლი დაგადატსა? მივხვდი რას გულისხმობენ, როცა იძახია, ენა გადავყლაპეო -გააგრძელა-ახლა უკვე მოჩლექილი ქართულით- და კიდევ, მას არავინ იცნობდა, ვინ მიაქცევდა ყურადღებას...მოკლავდა თავს აბა რა, გიჟი იყო ეგ, შეშლილი! ვის რაში ანაღვლებს! გავარტყი, ამ დაჩაჩანაკებულ მოხუცს შიგ სახეში ვთხლიშე მუშტი და მტვერში გაწვა. არ მინანია. ხმა არ ამოიღო...
მე დავმარხე, თუმცა მის საფლავზე აღარასდროს ავსულვარ... ისე, არც არავინ ჰყავდა როგორც ჩანს. რამდენი კვირა ვერ მიაგნებდნენ ,ე რომ არ მენახა?...რამდენი თვე გაუძლებდნენ გვამის სიმყრალეს?... დღემდე შიშით ვიყურები სარკეში...ყოველ დილით თვალს ტკივილით ვუსწორებ საკუთარ ანარეკლს...მაგრამ სარკეს ათასში ერთხელ მაინც უნდა დავენახო, როგორც ძველ მეგობარს...და კიდევ იმისთვის, რომ თუ მეც აღმოვაჩინე ლაქა...დავამსხვრიო და ნატეხი ავიღო...მერე გავედევნები ჩემს წითელ ბერეტიანს და ერთად დავლევთ ხოლმე მწვანე ჩაის ლიმნით...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. madloba patara gogo : ) madloba patara gogo : )
9. ძალიან მაგარია.
ძალიან მაგარია.
8. sheneburii. momewona :) sheneburii. momewona :)
7. სიამოვნებით ჩავიკითხე!!! გაიხარე შენა!!! მომეწონა!!! სიამოვნებით ჩავიკითხე!!! გაიხარე შენა!!! მომეწონა!!!
6. ნინი :-* გილოცავ დღევანდელ დღეს .. გფარავდეს უფალი .. შენ არ გაგიჩნდება ლაქები დიდხანს.. და იმედია არც არასდროს ... :-* .. უბრალოდ წერ .. და მაშინვე განვიცდი ყველაფერს .. მიყვარს :-* ნინი :-* გილოცავ დღევანდელ დღეს .. გფარავდეს უფალი .. შენ არ გაგიჩნდება ლაქები დიდხანს.. და იმედია არც არასდროს ... :-* .. უბრალოდ წერ .. და მაშინვე განვიცდი ყველაფერს .. მიყვარს :-*
5. მადლობა. :) მარიამობას გილოცავთ. მადლობა. :) მარიამობას გილოცავთ.
3. წარმატებები.დღევანდელ დღეს გილოცავთ:) წარმატებები.დღევანდელ დღეს გილოცავთ:)
2. რა კარგი იყო?...55555 (ე.ი. მტრედებს და ჩიტებს თუ აჭმევ დიდი იმედია, რომ ლაქები არ გქონდეს?- ეგ მე მაწყობს...) რა კარგი იყო?...55555 (ე.ი. მტრედებს და ჩიტებს თუ აჭმევ დიდი იმედია, რომ ლაქები არ გქონდეს?- ეგ მე მაწყობს...)
1. დღემდე შიშით ვიყურები სარკეში...ყოველ დილით თვალს ტკივილით ვუსწორებ საკუთარ ანარეკლს...მაგრამ სარკეს ათასში ერთხელ მაინც უნდა დავენახო, როგორც ძველ მეგობარს...და კიდევ იმისთვის, რომ თუ მეც აღმოვაჩინე ლაქა...დავამსხვრიო და ნატეხი ავიღო...მერე გავედევნები ჩემს წითელ ბერეტიანს და ერთად დავლევთ ხოლმე მწვანე ჩაის ლიმნით...
კაია...........................,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, დღემდე შიშით ვიყურები სარკეში...ყოველ დილით თვალს ტკივილით ვუსწორებ საკუთარ ანარეკლს...მაგრამ სარკეს ათასში ერთხელ მაინც უნდა დავენახო, როგორც ძველ მეგობარს...და კიდევ იმისთვის, რომ თუ მეც აღმოვაჩინე ლაქა...დავამსხვრიო და ნატეხი ავიღო...მერე გავედევნები ჩემს წითელ ბერეტიანს და ერთად დავლევთ ხოლმე მწვანე ჩაის ლიმნით...
კაია...........................,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
|
|
მონაცემები არ არის |
|
|