ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: wet sparrow
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2009


ნარჩენები

ტუჩის კუთხესთან-
შემაშფოთებლად დიდი სიმშვიდე.
მარცხენა ყურში  -
უნებურად ნათქვამი სიტყვა.
რა უცნაურად ადვილია დამშვიდობება...
საფეთქლის ძარღვი-
დაუცველი შენი მზერისგან
ზედმეტად დიდი პაუზები
და სველი შუბლი.
დაბრუნებისგან დაზღვევები
შეპარვით გაცლა...
მტვრიან თაროზე გადასმული
თითების კვალი და
ხერხემალზე 
ოფლიანი ხელისგულები.
ეს ყველაფერი... რაც  გადაგვირჩა
და ახლა ცხოვრობს-
ჩვენს მიტოვებულ ოთახში
და მოგონებებში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები