ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია სალვარიძე
ჟანრი: პროზა
31 აგვისტო, 2009


სისხლის ყივილი (მეხუთე ნაწილი)

                გვემული შვილის შემხედვარე მალხაზმა ბრძანა ფეხმარდი ვაჟი მიევლინათ სოფლის აქიმთან. - ,,მეც აქიმი ვარ," მორიდებით შეჰკადრა მოყმემ ქალის მამას და ქალწულისკენ იქცია მხარი. მორიდებით და მოკრძალებით ჩამოჯდა ტახტზე და გონწასულის მაჯა ხელში აიღო ფრთხილად. შემდეგ ქუთუთო აუწია და ყურადღებით დაუწყო ცქერა ქალწულის თვალებს...
            ისე ადგა რომ არა იუბნა.
            გავიდა გარეთ და უნაგირზე გამობმული აბგა ჩამოხსნა. სწრაფად მობრუნდა, მიიწია კუბოსთან ტაბლა და ქალისათვის სარგო სალბუნს დაუწყო ძებნა. ის იყო უკვე ნაჭრილობევს უწმენდდა ვაჟი, რომ ტკივილისგან შეიშმუშნა, შეკრთა მაკინე. ანაზდათ ხელი წაიტანა შუბლისკენ თუმცა, ვაჟმა არ მისცა ნება ევნო ქალს იარისთვის. მოვიდა გონზე და როს იგივ იხილა ვაჟი მახედაგებულ ირემივით იწყო ცახცახი...  მაგრამ, მის უკან მდგომი მამის დანახვამ ქალწულს, მისთვის ჩვეული სითამამე მოჰგვარა უმალ.
                -რა გაგვა მამა, რა ხიფათი მეწია ტყეში? ან აქ უცხოთა ესაქმების ნეტავი რაღა?- იკითხა მკაცრად და უცხო ყმას მიაპყრო მზერა... მიუხვდა ვაჟი გულისწადილს, თუმც არ იუბნა. როს რაგადობა მოისმინა მაკინემ მამის და ის გაიგო, თუ რატომღა სტუმრობდათ მოყმე, მოდუნდა ცოტა და აქ ვითომც არაფერიო, გახედა სარკმელს.
                -თუ ნებას დამრთავთ, იარაზე სალბუნს დაგადებთ. - უთხრა აქიმმა მორიდებით წარბგახსნილ ასულს.
                -სალბუნს?- იკითხა ქალწულმა და ახედა მამას, - როგორც გენებოთ! - უღიმღამოდ იუბნა ქალმა. -,,როგორც გენებოთ?" -გაიკვირვა შვილის პასუხი მამამ და იჭვით გადახედა ასულის ქცევას, რადგან მაკინე სხვის სალბუნებს არ სცნობდა დღემდე. როდესაც ვაჟი მორჩა გარჯას, წამოდგა ფეხზე, მალხაზმა იგი მიიწვია გაშლილ სუფრასთან. საუკეთესო გვარიშვილი აღმოჩნდა დემნა. უკეთეს ვერც კი ინატრებდა იქნებ სასიძოდ, მაგრამ მაკინეს რა ეწადა ჯერ არ უწყოდა, თუმც მათ ქცევაში ბევრ უცნაურს ჭვრეტდა მალხაზი...
                წყლით გვემის შემდგომ შეიცვალა მაკინემ ზნენი. ნაკლებს უბნობდა და ფრთხილ იქმნა რატომღაც ფრიად, აღარ ვიდოდა უღრანებში უწინდელივით, თუმც ვერც ნინველთა შორის ჰპოვა სულის სალაღო... თავის ტალარში იჯდა ხოლმე სეფექალივით, მამის სეფესტინს კითხულობდა თავაუღებლად და მაშინ, როცა თავის ახლოს ვერვის ხედავდა, იცრემლებოდა და ტყის ბილიკს კრძალვით უმზერდა; მონატრებოდა ქალს ჩვეული ლაღი ნავარდი, ცხენზე ჯირითი, ჩქერალებში თევზივით ცურვა, თუმც მოგონება ეკალივით ესვენა გულში და ყოველ ფეთქვას თან მოსდევდა უგონო ჭმუნვა...
           
                      ***

                თავადთა კარზე ნადიმობის გასცეს ბრძანება...
                ფართო აივანს შეესივნენ გლეხის დიაცნი და სანაქებო გაიშალა ქართული ტბოში.
                -რავეშნთა შორის უნდა იყო შვილო, რამეთუ, ეს წვეულება შენთვის არის მოფიქრებული. - უთხრა მამამ, როს დაინახა მისი ასული არა ჩქარობდა პაპისეულ ოჯახში წასვლას.
                -ჯერაც სუსტად ვარ! - უხალისოდ წარმოთქვა ქალმა, თუმც თვით უწყოდა, რომ არ იყო ახლა მართალი. ღია სარკმლიდან თვის შიმუნვარს უხმო ოდაში...
                დედოფალივით შემოსილი დადგა სარკესთან , სიბაზე ოდნავ შეისწორა ვერცხლის სარტყელი და უნებური ცრემლის კვალი აღჰგავა სახეს.
ამდენ ჭმუნვაში ,,ბაგეთ მკვნეტელ დიაცთ" ემსგავსა; ამის შეცნობამ შეაშფოთა, შეაკრთო ქალი... -,,აღარასოდეს!"- გაიფიქრა ქალწულმა გულში და სანადიმოდ გაემართა ნინველთა შორის.
                ტიტანო კაბის შარი-შურით შევიდა უსო დედის ეზოში. მორიდებით და პატივგებით უძღვნა სალამი უკლებრივ ყველას. -,,თამარივით მშვენიერია თამარის ქალი!", - ესმა მაკინეს გლეხთა ბაასი. დედის ხსენებამ სიხარული მოჰგვარა ქალწულს. წამსვე შეჩერდა, მოიხედა და თვალი ჰკიდა ცრემლიან მოხუცს. ახლოს მივიდა, თაყვანი სცა მშობლის გამომზრდელ ღვთისნიერ ძიძას. - ,,დღეგრძელი იყავ, მზე-ნათელი, სასო ულევი!" - დალოცა ქალმა... დედის ალერსის უნებური ნდომა გაუჩნდა ობოლ მაკინეს, ვეღარ დამალა გულის ჯანღი და შფოთნარევი ხმით მადლობა შეჰკადრა მოხუცს, დედის მაგიერ...
                ატირდა გლეხი...
              კაკლის ჩეროში ჩუმად იდგა მაკინეს ძია და ყურს უგდებდა დისწულის და მოხუცის ბაასს. როცა მაკინემ კიბისაკენ აიღო გეზი, მიჰყვა დედის ძმა. წვეულთ შორის მისცა ალაგი...
              დაღამებამდე ქეიფობდნენ თავადთა კარზე და მაშინ, როცა ის ის იყო იწყებდნენ დაშლას, ჭიისკრის ალაგს სწრაფმავალი გაჩერდა ცხენი.
              -სალამი დემნას! დაგვეწვიე, ნუ გვეტყვი უარს! - ისმოდა ირგვლივ ნაბახუსევ ყრმათა ზახილი...
              მაკინეს უცებ მოეშალა თითქოსდა ფეხი, წასვლა ინდომა, უფრო სწორად ჩუმად გაპარვა... მაგრამ, სანამ ის გაილევდა ამ გრძელ აივანს, დემნა აღმოჩნდა უნებურად ქალის პირისპირ.
              -ღამე მშვიდობის! - მოკრძალებით შეჰკადრა ვაჟმა, - სხვა ვერ იუბნა სიხარულით თავზარცემულმა. მაკინემ უხმოდ დაუხარა თავი სტუმარს და მიხვდა რომ, წასვლა იქნებოდა ახლა ურიგო.
              სეფექალთ შორის ჩადგა როგორც მზე ცისიერი...
             

              (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები