ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: khergo
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2009


ეძღვნება ბიძაჩემს (ღმერთი იყოს მისი მფარველი)

სულის ჩურჩული მოესმათ ყურებს,
სხეული შეკრთა და დაიძაბა,
მეორე მეში ჩაკეტილ მდგმურებს,
ყური მიუგდო და გაინაბა...

განაბულ სხეულს აჰყვა გონება
და ბუტბუტებდა ირგვლივ ყოველი,
სულმა აქცია ყველა მონებად,
დღეიდან უკვე არრას მოელი...

დაიწყო ბრძოლა, გრძელდება დიდხანს,
ხანაც ბოროტი, ხანაც კეთილი,
მწამს, რომ სამოთხის კარამდე მიხვალ,
ეს, ზემოთ არის გადაწყვეტილი...


გიორგი ხერგიანი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები