ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2009


***




***
მხოლოდ ერთხელ-პირველი კოცნისას
იხსნება ყველაზე მშვენიერი
სარკმელი გულისა...

***
პოეტი და ბავშვები გავიდნენ,
სუფრაზე ხორხოცმა და
დანა-ჩანგლის წკრიალმა იმატა.

***
დიდი ხნის მერე მტრის სამარესთან
ატირებული ადამიანი_
სამყაროს მშვენება,ღვთის ბედნიერება.

***
და შეკრთა ქალი,
რადგან კაცის მკლავზე
სითბო იგრძნო სხვა სიხარულისა.

***
ღამიდან გადმოხრილმა
დღის მარგალიტები
მოკრიფა სივრცეში.

***
ისე უხდებიან სიტყვები ერთმანეთს,
მათ შორის ისეთი ნათებაა,_
მეცამეტე გოჭი გეგონება
სასვენი ნიშანი...

***
მთას მოეფარა ფრინველთა გუნდი_
თითქოს ცაზე გადაატარა
ნელმა ქარმა შიბი ვერცხლისა.

***
ერთად ნათდება ცა და დედამიწა,
ვით ტაძარში გული და გონება.

***
მწვერვალებს ასცდა
და გაუქრა
ტკივილი ფრთებისა.

***
"გულის ჯიბეში სალამური."
"კიდევ?" "ფურცელი და ფანქარი."
"ღირსია სამოთხისა,შევიდეს."

ბ ე დ ნ ი ე რ ე ბ ა
(სახლი სოფელში)

ჩვენ პირველ სართულზე,
მეორეზე სივრცე_
მეზობელი,მრავალშვილიანი.

***
და თვალებიდან შემოგხარიან
გულში დამალული ფიქრები.

***
პატარა ბიჭი პატარა ცელით
მოსათიბად პირველად გასული.
ახლაც მახსოვს მამის ღიმილი,
რატომღაც სევდიანი...

***
პოეტი შენ არა ხარ,
პოეტი შენშია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები